დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 5, 29/05/1992 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000190.02(0).000.000331 |
საქართველოს რესპუბლიკის
მ თ ა ვ რ ო ბ ი ს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №531
1992 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ
რესპუბლიკაში ხანძართან ბრძოლის სრულყოფის და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების, მასში შემავალი ქვედანაყოფებისათვის ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება სახანძრო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ.
2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყონ 1992 წლის პირველ ნახევარში სახანძრო-ტექნიკური კოლეჯისათვის სწავლების პროგრამის შემუშავება, მისთვის საჭირო რაოდენობის სასწავლო-ტექნიკური საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა
3. სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის კურსანტებით დაკომპლექტებისათვის დაშვებულ იქნეს ყოველწლიურად 50 წვევამდელის მიღება მათთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებით, კოლეჯის კურსდამთავრებულები აყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სპეც-აღრიცხვაზე.
4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დებულება, რომელშიც განისაზღვროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის სპეციალური განათლების მქონე ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადება, სამწლიანი სწავლების ციკლით.
5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუყოს სახანძრო-ტექნიკურ კოლეჯს საჭირო რაოდენობის თანხა 1992 წელს მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან.
6. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანოს სათანადო ცვლილებანი შტატებში, თანამდებობრივ განაკვეთებში და განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი კოლეჯისათვის კვალიფიციური მეთაურ-მასწავლებლების კადრების შესარჩევად და დასაკომპლექტებლად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი
საქართველოს რესპუბლიკის
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები