„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025282
389
27/08/2025
ვებგვერდი, 29/08/2025
010120000.10.003.025282
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 389 

2025 წლის 27 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის  1 სექტემბრის №520 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

1. მე-3 მუხლის:  

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით უცხოელი სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 90 დღისა. ოჯახის გაერთიანების მიზნით და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადა უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) იმ უცხოელისთვის დროებით ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი და მისი დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და მის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები ან/და იგი სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით;

ბ) იმ უცხოელისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება, იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ა.გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა;

ა.დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; 

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა;

გ) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

გ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

გ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.გ) მოქმედი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ასლი;

გ.დ) სპეციალური ბინადრობის ნებართვაზე განცხადებით მომართვამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების ფაქტი 5 წლის განმავლობაში;

გ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

გ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

დ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

დ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

დ.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ.დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით.

2. კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მოქმედი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვა სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე;

ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 124 და 125 მუხლები:

მუხლი 124. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტ უცხოელზე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდი;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;

ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. უცხოელმა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის ფლობისა და ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური  საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;

ზ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით:

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5. თუ განცხადებაში მითითებული კოდის მეშვეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი მიგრანტის რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმება შეუძლებელია, სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს ამავე სამინისტროში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება, მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.

მუხლი 125. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირი

ამ დადგენილების მიზნებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ პირად მიიჩნევა:

ა) უცხოელი, რომელიც ეწევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCO-08) 25-ე კოდითა და იმავე კოდის შესაბამისი ქვეკოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას;

ბ) უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.21, 58.29, 62.01, 62.02, 62.03, 62.09, 63.1 და 63.12 კოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას.“.

4. მე-13 მუხლის:

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით 2-დღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლისა) და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:  

„51. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო ვალდებულია, კანონის 48-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები მიმართვის მიღებიდან 3 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა წერილობითი ინფორმაციის გასაცემად საკმარისი არ არის, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით 2-დღიანი ვადა და გაგრძელდება საქართველოდან გასვლის ვალდებულების საქმისწარმოების ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები არ მოწმდება:

ა) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას;

ბ) იმ უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში.“.

5. მე-14 მუხლის:

) პირველი პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;“;

.) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ა​1) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით. ამასთანავე, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური ბინადრობის ნებართვის ვადა შეიძლება, გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე;“;

.) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„თ) „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით;“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„3​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.“.

6. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო ცნობით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის საქართველოში ფაქტობრივად ყოფნის ვადის დასადგენად საჭირო ინფორმაციას სააგენტო იღებს ავტომატურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე