დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025280 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2018, 300160070.10.003.020315) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 213 მუხლი: „მუხლი 213. 2026 წლის პირველი იანვრიდან 2031 წლის პირველ იანვრამდე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის (გარდა შინაური ბინადარი ცხოველის მთლიანი სხეულისა ან მისი ნაწილისა) ან მეორეული პროდუქტის, როგორც ნარჩენის, განკარგვა/განთავსება დასაშვებია ინსინერაციით ან თანაინსინერაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე მაღალი სიმძლავრის ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საამქროში ან/და იმ დაბალი სიმძლავრის მქონე ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საამქროში, რომელზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ამ დადგენილების ამოქმედებამდე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“: ა) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს კულინარიული ცხიმის შეგროვებას, შენახვას ან/და მათი შეგროვების შემდეგ ჰენდლინგს: ა) უნდა გააჩნდეს ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც შეთანხმებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; ბ) უნდა გააჩნდეს შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.“; ბ) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. კულინარიული ცხიმის საწარმოს ან საამქროს, სადაც ხორციელდება ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა: ა) უნდა გააჩნდეს კრიტიკული პარამატრების − თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების (FFA) წყალი და მინარევების (M&I) შემმოწმებელი ხელსაწყოები; ბ) უნდა გააჩნდეს ნედლეულის გამაცხელებელი სისტემა, ნედლეულისაგან წყლის მოსაცილებლად; გ) უნდა გააჩნდეს მიმღები რეზერვუარი, რომელიც უზრუნველყოფს ზეთების/ცხიმების მექანიკური მინარევებისა და წყლის ფილტრაციას.“; გ) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს კულინარიული ცხიმის შეგროვებას, შენახვას ან/და მათი შეგროვების შემდეგ ჰენდლინგს, უნდა ჰქონდეს გაფორმებული ნედლეულის მიწოდების ხელშეკრულება შესაბამის გადამამუშავებელთან ან/და ექსპორტიორთან.“; დ) 35-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) კულინარიული ცხიმის შეგროვება, შენახვა, ჰენდლინგი.“; ე) 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს კულინარიული ცხიმის შეგროვებას, შენახვას ან/და მათი შეგროვების შემდეგ ჰენდლინგს, უნდა გააჩნდეს ჩამდინარე წყლის განკარგვის (ჩაშვების) სისტემა, კერძოდ, გამწმენდი ნაგებობა, შესაბამის უწყებასთან შეთანხმებული პროექტით, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები