დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025278 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025025) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“:
1. პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, ვახტანგ გორგასლის №10.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;“. 3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება.“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას;“. 5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2 ქვეპუნქტები: „ბ1) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა; ბ2) ამ მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები