დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.161.016015 |
|
„სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 14 მარტის №56501 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 14 აგვისტოს №18-182522674 მომართვების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1 შეტანილ იქნეს ცვლილება „სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულების დანართში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი, სოფელ მუღანლოში არსებული ქუჩების ცვლილება და სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, განხორციელდეს დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი) და სიტუაციური რუკის №1 შესაბამისად, ხოლო სოფელ სართიჭალაში არსებული ქუჩა №27 გაგრძელდეს დანართი №2-ის (სიტუაციური ნახაზი) და №2-ის (სიტუაციური რუკა) შესაბამისად. მუხლი 2 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 3 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4 განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი) სამირ ხიალოვი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები