დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016491 |
20
27/08/2025
ვებგვერდი, 01/09/2025
010250050.35.106.016491
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და სააგიტაციო მასალის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით, ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალა განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე:
ა) №66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე – კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან; ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში – 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე; ბ) №66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე –გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან; ცოტნე დადიანის ქუჩაზე – კოლხეთის დასახლების შესახვევთან და ზვიად გამსახურდიას (ყოფილი სტალინის ქუჩა) ქუჩაზე - რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება მიეცეს გააკრას არაუმეტეს 3 (სამი) ცალი საარჩევნო პლაკატისა, ზომით: სიგრძე: არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი). |
| მუხლი 3 |
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად გამოყენებულ იქნეს იქ მდებარე გარე განათების ბოძები, მგზავრთა მოსაცდელები და ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა. |
| მუხლი 4 |
აიკრძალოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. |
| მუხლი 5 |
საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა. |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ 2017 წლის 30 აგვისტოს №31 დადგენილება. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 27 აგვისტოდან |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები