“დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის N41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016155
72
27/08/2025
ვებგვერდი, 01/09/2025
000000000.00.152.016155
“დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის N41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №72

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. დუშეთი

„დუშეთის  მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში  მდებარე უსახელო ქუჩისთვის 26- ქუჩის სახელის  მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის  და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ცვლილება იქნეს შეტანილი „დუშეთის  მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში  მდებარე  უსახელო ქუჩისთვის 26-ე ქუჩის სახელის  მინიჭების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №41 განკარგულებაში. კერძოდ, განკარგულების პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის – ქალაქ  დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს 27-ე   ქუჩის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.“

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ  განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის  ვადაში.

5. განკარგულება  ძალაში  შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა,  სამხედროს ქუჩა №17).

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           კახაბერ  ჩიტაური