საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016417
16
27/08/2025
ვებგვერდი, 02/09/2025
010250050.35.133.016417
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. ბათუმი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენი­ლებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ (შემდგომში – ძირითადი დებულებების) მე-20 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიცი­პალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
1. ძირითადი დებულებებით გათვალისწინებული წესით ან კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მშენებლობის ნებართვის მაძიებელს განუსაზღვრავს მაკომპენსირებელ ღონისძიებებს.

2. განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებით ნამატი   ფართის, ე.წ „თეთრი“ კარკასის მდგომარეობით დადგენილი საბაზრო ღირებულების 2%. საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება მშენებლობის ნებართ­ვის აღებამდე.

3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) –აუდიტის უფლებამოსილების მქონე პირის აუდიტორული დასკვნის ან  სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე