დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016763 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 30-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური (დროებითი ტარიფი) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“: „ა) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; ბ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; გ) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური – 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; დ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური – 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; ე) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; ვ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები