დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 ივნისის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.025275 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 ივნისის №194 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2025, 460080000.10.003.025086) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის „ვ“ − „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უძრავი ქონება − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი; ზ) ბენეფიციარი − პირი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება; თ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − ბენეფიციარისათვის უძრავი ქონების, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესრულების სანაცვლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემა; ი) განცხადება − მეწარმე სუბიექტის მიერ, ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე სააგენტოში წარდგენილი განცხადება; კ) ხელშეკრულება − ამ პროგრამით დადგენილი წესით, ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გასაფორმებელი შესაბამისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) აუქციონი − ამ პროგრამის 61 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, სააგენტოს მიერ ჩატარებული ელექტრონული აუქციონი.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები 1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცემა 20 (ოცი) წლის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ხოლო ამ პროგრამის 61 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აუქციონის ფორმით. უძრავი ქონების პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს დამატებით 20 (ოცი) წლის ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადაცემის საფასურის საბაზრო ღირებულების გადახდისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა პირობებით. 2. უძრავი ქონების პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობაში გადაცემის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 10 (ათი) წლის განმავლობაში განისაზღვრება ერთჯერადად გადასახდელი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების მეთერთმეტე და შემდგომ წლებში − სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი უძრავი ქონების შესაბამისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის საბაზრო ღირებულების ოდენობით. უძრავი ქონების აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონზე ვაჭრობა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 10 (ათი) წლის წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურზე, რომლის საწყისი ოდენობა განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების მეთერთმეტე და შემდგომ წლებში ბენეფიციარი ვალდებულია, გადაიხადოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი უძრავი ქონების შესაბამისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის საბაზრო ღირებულება. 3. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სააგენტოს წარუდგინოს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის/განვითარების ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო უძრავი ქონების აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. 4. ბენეფიციარს უძრავი ქონება, პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გადაეცემა შემდეგი პირობების შესრულების სანაცვლოდ: ა) სარგებლობაში გადაცემის პირველი 10 (ათი) წლის საფასურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო სარგებლობის მე-11 წლიდან − ყოველწლიურად, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ბ) ხელშეკრულების დადებიდან განცხადებით შეთავაზებულ ვადაში, სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე განცხადებით შეთავაზებული სპორტული ინფრასტრუქტურის (რაც შესაძლოა, მოიცავდეს საერთო საცხოვრებელს) შექმნა/განვითარება; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ განცხადებით შეთავაზებული ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე შექმნილი/ განვითარებული ინფრასტრუქტურის პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში; ე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოყენება მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა/განვითარებისა და მისი ფუნქციონირებისათვის; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შენობა-ნაგებობების ღირებულების ანაზღაურებასთან ან, ამავე ანაზღაურების სანაცვლოდ, აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მოთხოვნაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უარის თქმა; ზ) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობების შესრულება. 5. ბენეფიციარს უძრავი ქონება, აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაეცემა შემდეგი პირობების შესრულების სანაცვლოდ: ა) სარგებლობაში გადაცემის პირველი 10 (ათი) წლის საფასურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო სარგებლობის მე-11 წლიდან − ყოველწლიურად, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ბ) აუქციონის პირობით დადგენილ ვადაში, სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე აუქციონის პირობით დადგენილი სპორტული ინფრასტრუქტურის (რაც შესაძლოა, მოიცავდეს საერთო საცხოვრებელს) შექმნა/განვითარება; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ აუქციონის პირობით დადგენილი ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე შექმნილი/ განვითარებული ინფრასტრუქტურის პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში; ე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოყენება მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა/განვითარებისა და მისი ფუნქციონირებისათვის; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შენობა-ნაგებობების ღირებულების ანაზღაურებასთან ან, ამავე ანაზღაურების სანაცვლოდ, აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მოთხოვნაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უარის თქმა; ზ) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობების შესრულება.“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეწარმე სუბიექტი, პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით, შესაბამისი სარგებლობის ფორმით ქონების გადაცემის თაობაზე განცხადებითა და უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში); ბ) პროგრამის ფარგლებში უძრავ ქონებაზე შესაქმნელი/ განსავითარებელი სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად/განსავითარებლად განსახორციელებელი მინიმალური ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობა; დ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ; ე) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, თუ ეს საჭიროა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად.“. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა 1. სააგენტო ამოწმებს მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ასევე შეისწავლის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმით გადაცემის შესაძლებლობას. 2. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, სააგენტო მეწარმე სუბიექტის განცხადებას განსახილველად წარუდგენს სპორტის სამინისტროს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტის განცხადების განხილვისას შეთავაზებულ პირობასთან/პირობებთან დაკავშირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს წინადადებები მეწარმე სუბიექტის მიერ შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო სპორტის სამინისტროს წინადადებებს უგზავნის მეწარმე სუბიექტს. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაეთანხმოს განცხადებით შეთავაზებული პირობების ცვლილებას და წარუდგინოს სააგენტოს ახალი განცხადება, მოდიფიცირებული პირობებით. აღნიშნულ ვადაში მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, სააგენტოსათვის მოდიფიცირებული პირობებით განცხადების წარუდგენლობა მიიჩნევა მის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმად. 3. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების − საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, აღნიშნული უძრავი ქონების პროგრამის ფარგლებში სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობით, ამავე სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების პირობით, რა დროსაც უძრავ ქონებაზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება გაუქმდება. ამ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები არ არსებობს, სააგენტო მეწარმე სუბიექტის განცხადებას განსახილველად წარუდგენს განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, მასზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლების გაუქმების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვისას, დააყენოს საჯარო სკოლისათვის საჭირო პირობების შესრულების მოთხოვნა, ასევე, შეთავაზებულ პირობასთან/პირობებთან დაკავშირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს წინადადებები მეწარმე სუბიექტის მიერ შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილების ან/და დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე. სააგენტო მეწარმე სუბიექტის განცხადებასა და განათლების სამინისტროს პოზიციას (მის მოთხოვნებთან ან/და შენიშვნებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) წარუდგენს სპორტის სამინისტროს, რომელიც, ასევე უფლებამოსილია, სააგენტოს წარუდგინოს წინადადებები მეწარმე სუბიექტის მიერ შეთავაზებული პირობ(ებ)ის (განათლების სამინისტროს მოთხოვნებისა და შენიშვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით) ცვლილების თაობაზე. მეწარმე სუბიექტის განცხადებით შეთავაზებული პირობის/პირობების კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო განათლების სამინისტროს ან/და სპორტის სამინისტროს წინადადებებს უგზავნის მეწარმე სუბიექტს. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაეთანხმოს შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილებას ან/და დამატებით პირობებს და წარუდგინოს სააგენტოს ახალი განცხადება, მოდიფიცირებული პირობებით, რომელიც უნდა ასახავდეს განათლების სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს მიერ შეჯერებულ პოზიციაზე თანხმობას. აღნიშნულ ვადაში მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, სააგენტოსათვის მოდიფიცირებული პირობებით განცხადების წარუდგენლობა მიიჩნევა მის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმად. სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, განათლების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით დაუბრუნდება სკოლას. 4. განცხადებით (მათ შორის, მოდიფიცირებული განცხადებით) შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროს დადებითი გადაწყვეტილების, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე განათლების სამინისტროს დადებითი გადაწყვეტილებისა და შესაბამის უძრავ ქონებაზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხის სამინისტროსათვის წარდგენას, საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების მიზნით. 5. სამინისტრო საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სააგენტოს მიერ ინიციირებულ საკითხს პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. 6. საქართველოს მთავრობა ინდივიდუალურად, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. 7. შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.“. 6. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემა 1. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარდგენილია ერთზე მეტი მეწარმე სუბიექტის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით. ამ შემთხვევაში, სააგენტო, შესაბამისი აუქციონის პირობების განსაზღვრისათვის, მიმართავს სპორტის სამინისტროს, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − განათლების სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს და წარუდგენს მეწარმე სუბიექტების განცხადებებს. 2. სპორტის სამინისტრო, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო და სპორტის სამინისტრო, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს წარუდგენენ შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით გამოსაცხადებელი აუქციონის პირობებს, რის შემდგომაც, აუქციონის პირობები, სააგენტოს ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს მიერ, მოწონებისათვის წარმოედგინება საქართველოს მთავრობას. 3. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, აუქციონის პირობების მოწონების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს აუქციონის გამოცხადებას. 4. აუქციონში გამარჯვებულსა და სააგენტოს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, თუკი აუქციონში გამარჯვებული წარმოადგენს ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტს და ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტოს წარუდგენს ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“. 7. მე-7 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება სააგენტოს მიერ ხორციელდება სპორტის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება სააგენტოს მიერ ხორციელდება განათლების სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება − მხოლოდ განათლების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე. 3. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და სააგენტოს, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“−„გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, განათლების სამინისტროს, სპორტის სამინისტროსა და სააგენტოს წარუდგინოს დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში. ასევე სპორტის სამინისტრო, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − განათლების სამინისტრო ან/და სპორტის სამინისტრო, უფლებამოსილნი არიან, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარს მოსთხოვონ დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშის წარდგენა პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით. 4. სააგენტო, ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების მე-11 და ყოველი შემდგომი წლისათვის გადასახდელი შესაბამისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის დადგენის მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს ერთჯერადად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუადრეს 108 (ას რვა) თვისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები