„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016457
37
25/08/2025
ვებგვერდი, 01/09/2025
010340000.32.061.016457
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №37

2025 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44  დადგენილებით   (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2019წ. სარეგისტრაციო კოდი: 01 0340000.32.061.016294) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსდებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი   სახის ცვლილებები და დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დირექტორს ჰყავს მოადგილე. დირექტორის მოადგილეს,  დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე