დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-732 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480000000.22.030.016383 |
01-732
27/08/2025
ვებგვერდი, 03/09/2025
480000000.22.030.016383
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები“.
|
2.
დაევალოს:
|
ა)
იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული ბრძანების საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაგზავნა;
|
ბ)
სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ამ ბრძანების გაცნობა მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის;
|
გ)
შიდა აუდიტის დეპარტამენტს – აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი.
|
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის №01-105 ბრძანება.
|
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები