„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017613
84
26/08/2025
ვებგვერდი, 27/08/2025
140030000.22.034.017613
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №84

2025 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 140030000.22.034.016499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველო:

ა.ა) მონიტორინგის სამსახური;

ა.ბ) ცენტრალური მართვის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური;

გ) სამედიცინო მომსახურების სამსახური;

დ) ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველო:

დ.ა) ქ.თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

დ.ბ) ქ.თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

დ.გ) ქ. თბილისის №3 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

ე) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო:

ე.ა) გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ე.ბ) ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ე.გ) მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ე.დ) დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ე.ე) ახალგორის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო:

ვ.ა) ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ვ.ბ) ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ვ.გ) ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ზ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო:

ზ.ა) ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ზ.ბ) ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ზ.გ) ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ზ.დ) ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

თ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო:

თ.ა) რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

თ.ბ) წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

თ.გ) მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო:

ი.ა) ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ი.ბ) სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ი.გ) ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ი.დ) ჩხოროწყუს დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ი.ე) მესტიის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

კ) კახეთის რეგიონული სამმართველო:

კ.ა) თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

კ.ბ) საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

კ.გ) სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

კ.დ) გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ლ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო:

ლ.ა) ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ლ.ბ) ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ლ.გ) ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ლ.დ) ჭიათურის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ლ.ე) სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება);

ლ.ვ) ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება).

2. იზოლატორების ადგილმდებარეობა და მათში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველო:

ა) კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას;

ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს;

გ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების მონიტორინგს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს იზოლატორების ვიდეომეთვალყურეობას, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პერიოდულ შემოწმებას, ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერას, შენახვას, შენახული ვიდეომასალის დაარქივებასა და დაარქივებული ვიდეომასალის ან მისი ფრაგმენტის გადმოწერას (მოხსნა და ფიქსაცია);

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეალურ დროში ახორციელებს დაკავებულთა განთავსების ადგილების მუდმივ ვიდეომეთვალყურეობას და ვიდეომეთვალყურეობის პროცესში გამოვლენილი ინციდენტის შესახებ იზოლატორის ინფორმირებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე;

ზ) ახორციელებს დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ინფორმირებას;

თ) იზოლატორებში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით ადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ი) კომპეტენციისა და საჭიროების ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს იზოლატორებში წარმოებულ სტატისტიკას მონიტორინგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;

კ) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;

ლ) ადგენს ანგარიშს ყოველი ჩატარებული მონიტორინგის შესახებ და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;

მ) ამ მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების საფუძველზე 6 თვეში ერთხელ  ამზადებს საერთო ანგარიშს და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

3. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 111

რეგიონული სამმართველო/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებული იზოლატორების მართვას;

ბ) ორგანიზებას უწევს მის დაქვემდებარებაში არსებული იზოლატორების ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგებას;

გ) აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას;

დ) იზოლატორების საჭიროებების გათვალისწინებით, ურთიერთობას წარმართავს დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;

ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იზოლატორებში მოთავსებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოებას;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15

1. სამმართველოს/სამსახურს ხელმძღვანელობს სამმართველოს/სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს/სამსახურის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს/სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს/სამსახურის საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს/სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

დ) დეპარტამენტის დირექტორს/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს/სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებს სამმართველოში/სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

4. რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა, ასევე:

ა) აკონტროლებს  დაქვემდებარებული იზოლატორების საქმიანობას, აგრეთვე შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) 24 საათის განმავლობაში ატყობინებს დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს დაქვემდებარებულ იზოლატორებში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული იზოლატორების ტიპური დებულების მე-7 მუხლის „ი.ა“–„ი.რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების წარმოშობის შესახებ;

გ) დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს დაქვემდებარებულ იზოლატორებში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული იზოლატორების ტიპური დებულების მე-7 მუხლის „ი.ა“–„ი.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების წარმოშობის შესახებ;

დ) პერიოდულად ისმენს დაქვემდებარებული იზოლატორების მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ე) უზრუნველყოფს იზოლატორების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს;

ვ) ამტკიცებს დაქვემდებარებული იზოლატორების მოსამსახურეების ცვლებში მორიგეობის გრაფიკებს და დეპარტამენტის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს იზოლატორის ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მოსამსახურეთა სიას;

ზ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ იზოლატორში სტატისტიკის წარმოებას.“.

5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის (ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური/სამედიცინო მომსახურების სამსახური) უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

6. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე