„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“
დოკუმენტის ნომერი 52887
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2025
ძალაში შესვლის თარიღი 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016831
52887
11/07/2025
ვებგვერდი, 02/09/2025
480610000.03.030.016831
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი  ფაზა II) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“

საოპერაციო ნომერი 52887

 

საგრანტო შეთანხმება

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი ფაზა II

 

საქართველოსა

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

შორის

 

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის

საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით

დათარიღებული: 2025 წლის 11 ივლისი

 

სარჩევი

მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია

ნაწილი 1.01 სუვერენულ ოპერაციებში გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება

ნაწილი 1.02 განმარტებები

ნაწილი 1.03 ინტერპრეტაცია.

მუხლი II – საგრანტო დაფინანსება

ნაწილი 2.01  თანხა, ვალუტა და მიზანი

ნაწილი 2.02 ჩამორიცხვები.

ნაწილი 2.03 რეალოკაცია

ნაწილი 2.04  გადახდები

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

ნაწილი 3.02  გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა

ნაწილი 3.03  მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები

ნაწილი 3.04  პროექტის განმახორციელებელი ერთეული

ნაწილი 3.05 შესყიდვა

ნაწილი 3.06  ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები

მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები

ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები

ნაწილი 4.02  საჯაროობა

ნაწილი 4.03 თაღლითობა და კორუფცია

ნაწილი 4.04 სანქციები

ნაწილი 4.05 პროექტის დასრულება

ნაწილი 4.06 ცენტრალური ექსკლუზიური მონაცემთა ბაზა

ნაწილი 4.07 ინტერესთა კონფლიქტი

ნაწილი 4.08 მონაცემთა დაცვა

მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება

ნაწილი 5.01  შეჩერება

ნაწილი 5.02  თანხების დაბრუნების შემთხვევები

მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა

ნაწილი 6.01 განხორციელებადობა

ნაწილი 6.02 უფლებების გამოუყენებლობა

მუხლი VII - ძალაში შესვლა; შეწყვეტა

ნაწილი 7.01  ძალაში შესვლის თარიღი

ნაწილი 7.02  ძალაში შესვლის წინაპირობები

მუხლი VIII– სხვადასხვა

ნაწილი 8.01 შეტყობინებები

ნაწილი 8.02 მოქმედების უფლებამოსილება

ნაწილი 8.03 გადაცემა

განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები

დანართი 1 – თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა

დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა

 

საგრანტო შეთანხმება

 

შეთანხმება დათარიღებული 2025 წლის 11 ივლისით საქართველოსა („მიმღები“), და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“ ან „EBRD”) შორის. 

 

პრეამბულა

ვინაიდან:

(A) EBRD საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ შეთანხმების“ („ბანკის დაფუძნების ხელშეკრულება“) საფუძველზე შეიქმნა.

(B) მიმღებმა ითხოვა დახმარება პროექტის ნაწილის დაფინანსებაში (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ), რომელიც მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში ნაგავსაყრელის მართვის აღჭურვილობის შესყიდვისა და ნარჩენების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესში დახმარებას;  

(C) ბანკმა ხელი მოაწერა სასესხო შეთანხმებას საქართველოსთან, როგორც მსესხებელთან, რომლის მიხედვით ბანკი, როგორც სესხის გამცემი თანახმაა გამოყოს სესხი 19,000,000 ევროს (ცხრამეტი მილიონი ევრო) ოდენობით პროექტის ნაწილის დაფინანსებისთვის, როგორც მითითებულია 1-ელ განრიგში („პროექტი”), სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული პირობებისა და დებულებების საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, პერიოდულად შესწორდეს („სასესხო შეთანხმება”).

(D) გარდა ამისა, ბანკმა გააფორმა პროექტის განხორციელების ხელშეკრულება შპს აჭარის ნარჩენების მართვის ორგანიზაციასთან (პროექტის ორგანიზაცია“), რომელიც ასევე, შეიძლება დროდადრო შეიცვალოს („პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“), რომლის თანახმადაც, ბანკის მიერ სასესხო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, პროექტის ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს პროექტი პროექტის განხორციელების ხელშეკრულების პირობებისა და ვადების შესაბამისად;

(E) დამატებით, ბანკმა ასევე გააფორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან („პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია“) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება („პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება”), რომელიც ასევე, შეიძლება დროდადრო შეიცვალოს, რომლის თანახმადაც, ბანკის მიერ სასესხო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია შეთანხმდა მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას განახორციელოს პროექტი პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების პირობებისა და ვადების შესაბამისად;

(F) ბანკის დაფუძნების ხელშეკრულების 20.1 (viii) მუხლის თანახმად, ბანკმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი საპარტნიორო რეგიონული ფონდი („ფონდი“), რომლის მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის წესების საფუძველზე, რომელიც ბანკმა 2014 წლის 23 ივლისს დაამტკიცა და რომელიც შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს (ფონდის წესები).

(G) ფონდის წესებისა და პირობების შესაბამისად, ბანკი დათანხმდა მიმღებისთვის გრანტის გაცემას არაუმეტეს 6,000,000 (ექვსი მილიონი ევრო) ევროს ოდენობით ფონდის რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით გრანტით დაფინანსებული საქონლის შესყიდვისთვის. გრანტის თანხები გადაეცემა პროექტის ორგანიზაციას, მიმღების ფინანსთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, წარმოდგენილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი და პროექტის ორგანიზაციის შორის გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულებით („თანხის გადაცემის ხელშეკრულება“, რომელიც გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების დოკუმენტის მიზნებისთვის იქნება „გრანტის გადაცემის ხელშეკრულება“).

ამგვარად, მხარეების შეთანხმება მოხდა შემდეგზე:


 

მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია

ნაწილი 1.01 გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება

2024 წლის 21 ივნისით დათარიღებული სუვერენულ ოპერაციებში ბანკის გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების („გრანტის სტანდარტული ვადები და პირობები“) ყველა დებულება გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც წინამდებარე შეთნხმების პირობები.

ნაწილი 1.02 განმარტებები

სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც წარმოდგენილია ამ შეთანხმებაში (მათ შორის, პრეამბულას, დანართებსა და განრიგებში), მაგრამ არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმებაში განიმარტება სასესხო შეთანხმებაში, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასა და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და/ან გრანტის სტანდარტულ ვადებსა და პირობებში მოცემული მნიშვნელობით, (მათ შორის, როდესაც გრანტის სტანდარტული ვადებითა და პირობებით განსაზღვრული პირობები შეცვლილია წინამდებარე შეთანხმებაში) ამ შეთანხმებაში გამოყენებისას.

წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის პრეამბულას, დანართებსა და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: 

„ბანკის დამფუძნებელი

შეთანხმება“

 

აქვს პრეამბულის A ნაწილში მინიჭებული მნიშვნელობა.

„ცენტრალური გამორიცხვის

მონაცემთა ბაზა“

ნიშნავს მონაცემთა ბაზას იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისა, რომლებიც ვერ მიიღებენ ევროკავშირის დაფინანსებას. ბაზა შექმნილია ევროპული კომისიის მიერ 2008 წლის 17 დეკემბრის რეგულაციების (EC, Euratom) No.1302/2008 გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზის შესახებ, ფარგლებში (OJ L 344/12, 20.12.2008).

 

 

„კონტირბუტორი“

 

ნიშნავს ფონდის შემომწირველს, რომელსაც პერიოდულად შეაქვს ფონდში კონტრიბუცია.

„ჩამორიცხვა“

ნიშნავს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩამორიცხვას პერიოდულად წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის (ჩამორიცხვები) შესაბამისად. 

“EBRD-ის შესყიდვების წესები”

ნიშნავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების შესყიდვების პოლიტიკასა და წესებს, დათარიღებული 2022 წლის 15 მაისით, იმ შემთხვევის გარდა თუ მხარეები წერილობით სხვაგვარად შეთანხმდებიან.

„ევროკავშირის სანქციები“

ნიშნავს ნებისმიერ ეკონომიკურ, ფინანსურ, სავაჭრო ან სხვა სანქციას, ემბარგოს, იმპორტის ან ექსპორტის აკრძალვას, თანხების ან აქტივების მიღების ან გადარიცხვის აკრძალვას, ან ეკვივალენტურ ხელშეკრულებას, კანონს ან რეგულაციას, რომელიც დაწესდება ევროკავშირის ან ევროკავშირის რომელიმე ოფიციალური ინსტიტუტის ან სააგენტოს მიერ დროდადრო.

„ევროკავშირის სანქციების სიები“

ნიშნავს ფიზიკური პირების, სუბიექტების და ქვეყნების სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ გამოცემულია ან გატარებული (ან ევროკავშირის ნებისმიერი ოფიციალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ), ისე, რომ ასეთი სიები შესაძლოა დროდადრო განახლდეს, შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს.

„ევროკავშირის მიერ დასანქცირებული პირი“

ნიშნავს ფიზიკურ პირს ან სუბიექტს (მათ შორის ორგანიზაციას, კორპორაციას ან სხვა იურიდიულ პირს), რომელიც: (a) მოხვედრილია ევროკავშირის სანქციების რაიმე სიაში; ან (b) უშუალოდ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად ან ერთობლივად ეკუთვნის, ან კონტროლდება იმ ინდივიდის ან სუბიექტის მიერ, რომელიც შეტანილია ევროკავშირის სანქციების სიაში; ან (c) სხვაგვარად ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს ან წარმოადგენს მათ სამიზნეს.

„ფონდი“

განიმარტება პრეამბულის (F) ნაწილში მისთვის მინიჭებული  მნიშვნელობით. 

„გრანტით დაფინანსებული

ერთეულები“

ნიშნავს ამ შეთანხმების 1-ელ განრიგში (გრანტით დაფინანსებული ერთეულები) აღწერილ ერთეულებს.

„საგრანტო დაფინანსება”

განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(a) ნაწილში (თანხა, ვალუტა და მიზანი) მითითებული მნიშვნელობით.

„გრანტის სტანდარტული ვადები და პირობები“

განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 1.01 ნაწილში (გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება) მითითებული მნიშვნელობით.

„საგრანტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი“

ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.02(a) (საგრანტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი) ნაწილში განსაზღვრულ თარიღს.

„სასესხო შეთანხმება”

განიმარტება პრეამბულის (C) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

„პროექტი”

განიმარტება პრეამბულის (C) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

„პროექტის ორგანიზაცია“

განიმარტება პრეამბულის (D) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

„პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“

განიმარტება პრეამბულის (D) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

„პროექტის დასრულების თარიღი”

ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება: 

(a) პროექტის ორგანიზაცია ბანკს და პროექტის განხორციელების კონსულტანტს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელიც დაადასტურებს პროექტის დასრულებას;

(b) ბანკი მიიღებს სერტიფიკატს პროექტის განხორციელების კონსულტანტისაგან, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელიც უპირობოდ დაადასტურებს, რომ პროექტი დასრულდა; და

(c) ბანკი პროექტის ორგანიზაციას გაუგზავნის შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ბანკი კმაყოფილია, რომ პროექტი დასრულდა.

„პროექტის განხორციელების კონსულტანტი“

ნიშნავს კონსულტანტ(ებ)ს, რომლებიც დაიქირავა ან დაიქირავებს პროექტის ორგანიზაცია პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილის 2.05 (კონსულტანტები) თანახმად, პროექტის განხორციელებაში დახმარების მიზნით.

„პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება”

განიმარტება პრეამბულის (E) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

“პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია”

განიმარტება პრეამბულის (E) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

„მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი”

ნიშნავს მიმღების ფინანსთა მინისტრს, ან სხვა ისეთ პირს, რომელსაც მიმღების ფინანსთა მინისტრი წერილობით განსაზღვრავს.

„ფონდის წესები”

განიმარტება პრეამბულის (F) ნაწილში მითითებული  მნიშვნელობით.

“სტანდარტული ვადები და პირობები ”

ნიშნავს ბანკის 2021 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ ბანკის სტანდარტულ ვადებსა და პირობებს.

„გაეროს სანქციები“

ნიშნავს ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს, იარაღის ემბარგოებს, ფინანსურ ან სასაქონლო შეზღუდვებს და სხვა შემზღუდავ ზომებს, რომლებიც მიღებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე.

„გაეროს მიერ დასანქცირებული პირი“

ნიშნავს ინდივიდს ან სუბიექტს (მათ შორის ორგანიზაციას, კორპორაციას ან სხვა ნებისმიერ იურიდიულ პირს), რომელიც: (a) მოხვედრილია გაეროს სანქციების რაიმე სიაში; ან (b) უშუალოდ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად ან ერთობლივად ეკუთვნის, ან კონტროლდება იმ ინდივიდის ან სუბიექტის მიერ, რომელიც შეტანილია გაეროს სანქციების სიაში; ან (c) სხვაგვარად ექვემდებარება გაეროს სანქციებს ან წარმოადგენს მათ სამიზნეს.

 

ნაწილი 1.03 ინტერპრეტაცია

            წინამდებარე შეთანხმებაში:

(a)  მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები გულისხმობს მრავლობით რიცხვსაც და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს; 

(b)  სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე;

(c)  პირების აღმნიშვნელი სიტყვები გულისხმობს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს და მითითებები პირზე გულისხმობს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და

(d)  მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, განრიგზე ან დანართზე, თუ სხვაგვარად არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად წინამდებარე შეთანხმების ამ კონკრეტულ მუხლზე ან ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე.

მუხლი II – საგრანტო დაფინანსება

ნაწილი 2.01  თანხა, ვალუტა და მიზანი

(a)  წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მის შესაბამისად, ბანკი თანახმაა, მიმღებს ფონდიდან გამოუყოს გრანტი 6,000,000 (ექვსი მილიონი ევრო) ევრომდე ოდენობით (“საგრანტო დაფინანსება”).

(b) საგრანტო დაფინანსების გამოყენება მოხდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების 3.05 ნაწილის (შესყიდვა) შესაბამისად შესასყიდი  გრანტით დაფინანსებული ერთეულების შეძენის მიზნით. 

(c) წინამდებარე შეთანხმების 5.02 ნაწილის (თანხების დაბრუნების შემთხვევები) შესაბამისად საგრანტო დაფინანსება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

(d) ცალსახად დადასტურებული და შეთანხმებულია, რომ (i) ბანკი არ იქნება ვალდებული, განახორციელოს თანხის გამოყოფა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ამ მიზნით ფონდში არსებული გამოყოფასთან ან გადახდასთან დაკავშირებული და ტოლი თანხის გარდა (ii) საგრანტო დაფინანსება შეიძლება შემცირდეს უარყოფითი პროცენტით, რაც უკავშირდება საბანკო ანგარიშს, სადაც ინახება ფონდის რესურსი.

(e) თუ ბანკი სხვაგვარად არ შეათანხმებს, გრანტით დაფინანსებული ერთეულები თანადაფინანსებული უნდა იყოს საგრანტო დაფინანსებით და სასესხო დაფინანსებით იმ პროპორციით და ოდენობით, რომელიც განისაზღვრება და შეთანხმდება მხარეებს შორის; და

ნაწილი 2.02 ჩამორიცხვები

წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილისა (შეჩერება) და გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება ბანკმა უნდა გამოყოს პერიოდულად, ერთ ან მეტ ჩამორიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე:

(a)  საგრანტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი

საგრანტო დაფინანსებისთვის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება 2029 წლის 31 დეკემბერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი დათანხმდება უფრო გვიან თარიღს და წერილობით აცნობებს მიმღებს ასეთი გაგრძელების შესახებ.

(b)  ნებადართული დანახარჯები

თუ ბანკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, თანხის ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილის დასაფინანსებლად:

(1) გრანტით დაფინანსებული ერთეულების გონივრულ ღირებულებებთან დაკავშირებული გაწეული ხარჯები (ან თუ ბანკი თანხმაა, გასაწევი ხარჯები); და

(2) წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღის შემდეგ გაწეული ხარჯები. 

(c)  ჩამორიცხვის პირობები

2.02. ნაწილის ზოგადი პრინციპის დარღვევის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ჩამორიცხვა ერთ ან მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით – უარს, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს:

(1) ბანკს მიღებული აქვს სასესხო შეთანხმების შესაბამისად შედგენილი დამაკმაყოფილებელი  თანხის ჩამორიცხვის პარალელური მოთხოვნა იმავე გრანტით დაფინანსებული ერთეულ(ებ)თან დაკავშირებით, იმ ოდენობით, რომელიც შეადგენს დასაფინანსებელი საერთო დანახარჯის სულ მცირე 70 პროცენტს გადარიცხვისა და ამ პარალელური ჩამორიცხვის ერთობლივი ოდენობისა; ან

(2) საგრანტო დაფინანსების თანხის პროპორცია, გაცემული ან მოთხოვნილი ჩამორიცხვის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გრანტის დაფინანსების მთლიან თანხასთან, ამ შეთანხმებით არ უნდა აღემატებოდეს სესხის დაფინანსების თანხის პროპორციას, რომელიც ჩამორიცხული ან მოთხოვნილია შესაბამისი განაცხადით სესხის დაფინანსების მთლიან ოდენობაზე სასესხო შეთანხმების შესაბამისად.

(3) სასესხო დაფინანსების სრული თანხა, რომელიც განაწილებულია გრანტით დაფინანსებულ ერთეულებზე, გადმორიცხულია ან მოთხოვნილია დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე, სასესხო შეთანხმების შესაბამისად.

(d)  თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნა

გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.01 ნაწილში მითითებული ჩამორიცხვის განაცხადი უნდა იყოს დანართ 1-ში მოცემული ფორმით (თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა). ასეთი განაცხადი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, იქნება შეუქცევადი და სავალდებულო მიმღებისთვის.

(e)  მინიმალური ჩამოსარიცხი თანხა

მინიმალური ჩამოსარიცხი თანხა იქნება 20,000 ევროს (ოცი ათასი ევრო) ოდენობით.

ნაწილი 2.03  გადანაწილება

მიმღებს შეუძლია, მოთხოვოს ბანკს წინამდებარე შეთანხმების 1-ელ განრიგში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულების თითოეული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილება იმ პირობით, რომ ასეთი გადანაწილება მოხდება ფონდის დაფუძნების შეთანხმების წესების შესაბამისად. ბანკს შეუძლია, დააკმაყოფილოს გადანაწილების მოთხოვნა მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ამგვარი გადანაწილება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. 

ნაწილი 2.04  გადახდები

თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოსაყოფი თანხები პირდაპირ უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, როგორც განსაზღვრულია შესაბამის კონტრაქტში (ნებისმიერი გადარიცხვით ასეთი განსაზღვრული კონტრაქტორის ანგარიშზე, მიმღების რისკითა და ხარჯებით). ბანკი ახორციელებს გადახდებს მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებით იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც ინახება კონტრაქტორის სახელზე და რომელიც მდებარეობს კონტრაქტორის დაფუძნების ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში, შესაბამისად, ან (ბანკის წინასწარი თანხმობით) ქვეყანაში, სადაც კონტრაქტორი აწვდის საქონელს ან ახორციელებს სამუშაოებს, ან სადაც კონტრაქტორი ახორციელებს მომსახურებას.

     

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

მიმღები განახორციელებს ან იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ, თუ ბანკი სხვაგვარად არ შეათანხმებს, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

(1) განახორციელებს პროექტს სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტურობით და სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად; და

(2)  განახორციელოს პროექტი გარემოსდაცვითი და მოქმედების სოციალური გეგმის და პროექტის განხორციელების მოთხოვნების შესაბამისად;

(3)  უზრუნველყოს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს 2028 წლის 31 დეკემბრისა; და

(4) მიიღოს პროექტის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ზომა.

 

ნაწილი 3.02  გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად დათანხმდება, მიმიღები უზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ განახორციელოს საგრანტო დაფინანსებით დაფინანსებული პროექტის ნაწილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.04 ნაწილის შესაბამისად.

ნაწილი 3.03  მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები

მიმღებმა უნდა დაიცვას და შეასრულოს სასესხო შეთანხმების 3.01 ნაწილში (პროექტის სხვა დადებითი  პირობები) განსაზღვრული ვალდებულებები ისე, თითქოს მასში ყოველი მითითება „სესხის თანხებზე“ გულისხმობს მითითებას „გრანტის დაფინანსებაზე“ და თითოეული მითითება პროექტის განხორციელების ხელშეკრულების დებულებაზე გულისხმობს მითითებას აღნიშნული საგრანტო შეთანხმების ექვივალენტურ დებულებებზე.

ნაწილი 3.04  პროექტის ჯგუფი

მიმღები ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ პროექტის ჯგუფის საქმიანობები და მოვალეობები, რომლებიც მითითებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.02 ნაწილში მოიცავდეს საგრანტო დაფინანსების განხორციელებას და გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვას. 

 

ნაწილი 3.05 შესყიდვა 

თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა უნდა დარეგულირდეს EBRD-ის შესყიდვის წესების საფუძველზე და პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილის 2.03 (შესყიდვა) და გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 4.04 (შესყიდვა) დებულებების შესაბამისად.

ნაწილი 3.06  ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები

(a) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციის მხრიდან ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის მიერ შენახული ჩანაწერები პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.06 ნაწილის (ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები), ასევე გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების  4.05 (ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ) და 5.02 (ინფორმაციის მიწოდება) ნაწილების შესაბამისად

(1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, თანხების ჩარიცხვის, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული თითოეული ვალდებულების თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;

(2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და

(3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას მათ შორის მიმღებასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს. 

(b)  შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მერიამ ბანკს მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დამოწმებული) საბოლოო ანგარიში პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია საგრანტო დაფინანსების გამოყენება.

(c)  მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ბანკის, თითოეული კონტრიბუტორის და მათი წარმომადგენლებისასთვის, ბანკის მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს:

1) პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობებსა და სამშენებლოს ობიექტებზე ვიზიტის შესაძლებლობა;

2) საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი საწარმოს, დამონტაჟებული მოწყობილობის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, დანადგარის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; და 

3) აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტის ორგანიზაციის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის.  

(d) ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს მისი აღწერილობა, კონტრაქტორის სახელი და მოქალაქეობა და საკონტრაქტო ფასი.

(e)  მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს ბანკს და მის წარმომადგენლებს ჰქონდეთ პროექტთან და საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით ბუღალტრულ წიგნებზე და ჩანაწერებზე წვდომა.

 

                          მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები

ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები

(a) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ცალკე აწარმოოს ჩანაწერები და ანგარიშები საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისთვისათვის მისაღები და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისი და თანმიმდევრული გამოყენებით.

(b) მიმღები იზრუნებს, რათა პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს, რომ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები, პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.01 ნაწილის (ფინანსური ანგარიშები და ჩანაწერები) და პროექტის სტანდარტული ვადებისა და  გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების 5.01(b)(i) (ანგარიშგება) ნაწილის  შესაბამისად:

(1)  მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით.

(2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და

(3)მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.

(c) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ მინიმუმ ხუთი (5) წლის განმავლობაში პროექტის დასრულების თარიღიდან:

(1) აწარმოოს ფინანსური აღრიცხვის დოკუმენტები და ჩანაწერები საგრანტო დაფინანსებით დაფინანსებული საქმიანობის შესახებ;

(2) ბანკს ან/და კონტრიბუტორების მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახადოს ყველა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის ანგარიშების ანგარიშგება, პროექტთან დაკავშირებით.

(3) მიაწოდოს ბანკს ან/და კონტრიბუტორებს, ევროპულ აუდიტორთა სასამართლოს ან მათ რომელიმე უფლებამოსილ წარმომადგენელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია და წვდომა ნებისმიერ დოკუმენტსა და კომპიუტერიზებულ მონაცემზე, რომელიც ეხება ამ საგრანტო  შეთანხმებით დაფინანსებული ოპერაციების ტექნიკურ და ფინანსურ მართვას, მათ შორის, პროექტთან დაკავშირებულ ანგარიშების ამონაწერებს, ასევე უზრუველყოს წვდომა ობიექტებზე და შენობებზე პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემოწმების, შეფასების მისიის ან/და გამოძიების (მათ შორის ადგილზე შემოწმების ჩათვლით), სადაც ხორციელდება პროექტთან დაკავშირებული ოპერაციები.

ნაწილი 4.02 საჯაროობა

(a) მიმღებმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ შესაბამის პუბლიკაციებში, კომუნიკაციასა და მედიაში აღნიშნული იყოს, რომ პროექტმა მიიღო დაფინანსება ფონდიდან და ევროკავშირიდან. პრესისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ისევე როგორც ყველა დაკავშირებული საჯარო მასალა, ოფიციალური შენიშვნა, მოხსენება და პუბლიკაცია, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საშუალებით, ინტერნეტის ჩათვლით, უნდა აღნიშნავდეს, რომ პროექტი განხორციელდა " E5P ფონდისა და ევროკავშირის დაფინანსებით" და სათანადო სახით უნდა გამოისახოს ფონდის ლოგო და ევროკავშირის ლოგო (თორმეტი ყვითელი ვარსკვლავი ლურჯ ფონზე).

(b) მიმღები იზრუნებს თავად და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პუბლიკაცია, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საშუალების, ინტერნეტის ჩათვლით, შეიცავს შემდეგს: „დოკუმენტი მომზადდა E5P ფონდისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული შეხედულებები არ შეიძლება ჩაითვალოს E5P რეგიონული ფონდის ან ევროკავშირის ოფიციალურ მოსაზრებად“.

ნაწილი 4.03 თაღლითობა და კორუფცია

მიმღები არ მიიღებს მონაწილეობას და უფლებამოსილებას და უფლებას არ მისცემს ოფიციალურ პირებს, დირექტორებს, უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგენტებს ან წარმომადგენლებს და იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაცია პროექტთან, საგრანტო დაფინანსებასთან ან წინამდებარე შეთნხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, არ ჩაერთოს რაიმე აკრძალულ საქმიანობაში.

ნაწილი 4.04 სანქციები

(a) მიმღები აცხადებს, გარანტიას იძლევა და ადასტურებს თავისი სახელით და პროექტის ორგანიზაციის სახელით, რომ:

(i) ის არ არის გაეროს მიერ სანქცირებული პირი და არ მოქმედებს გაეროს მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით;

(ii) ის არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირი და არ მოქმედებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით;

(iii) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად არ შეათანხმებს წერილობით, გრანტის დაფინანსების არცერთი ნაწილი არ იქნება გამოყენებული, პირდაპირ ან ირიბად, გაეროს მიერ სანქცირებული პირის ან ნებისმიერი ფიზიკური ან სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს გაეროს სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით, ან სხვაგვარად გაეროს სანქციების საწინააღმდეგოდ;

(iv) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება წერილობით, გრანტის დაფინანსების არცერთი ნაწილი არ იქნება გამოყენებული, პირდაპირ ან ირიბად, ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირის ან ნებისმიერი ფიზიკური ან სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით; და

(v) მას არ გააჩნია ინფორმაცია რაიმე დამატებითი ფაქტისა თუ გარემოებების შესახებ, რომლის არგამჟღვნება ამ ნაწილში მოცემულ რაიმე განცხადებას ან გარანტიას შეცდომაში შემყვანს გახდიდა.

(b) ამ ნაწილში მოცემული განცხადებები და გარანტიები განმეორებულად ჩაითვლება ყოველი ჩამორიცხვის განაცხადის წარდგენისას და ყოველი ჩამორიცხვის დღეს იმ დროისთვის არსებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

(c) მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ (i) დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, თუ მას მიაწოდეს რაიმე ინფორმაცია ამ ნაწილში მოცემული რაიმე განცხადების, გარანტიის ან პირობის დარღვევის შესახებ და (ii) კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს ბანკთან და მის წარმომადგენლებთან იმის შესაფასებლად, მოხდა თუ არა ასეთი დარღვევა. ასევე დაუყოვნებლივ და გონივრული დეტალურობით უპასუხებს ბანკის ნებისმიერ მოთხოვნას აღნიშნულ სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე წარადგენს ამ პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს.

ნაწილი 4.05 პროექტის დასრულება

პროექტის დასრულების თარიღში ან ამ საგრანტო შეთანხმების შეწყვეტისას, რომელიც უფრო ადრე დადგება, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ გრანტით დაფინანსებული ერთეულების ფლობის უფლება (შესყიდვის შემდეგ) გადაეცეს პროექტის ბენეფიციარებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს ასეთი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

ნაწილი 4.06 გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზა

მიმღები მხარე აღიარებს და ეთანხმება, რომ (i) ბანკი ვალდებულია აცნობოს ევროკავშირს, თუ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გაარკვევს, რომ მიმღები მხარე, პროექტის ორგანიზაცია ან პირები, რომლებსაც გააჩნიათ მისი წარმომადგენლობის, გადაწყვეტილების მიღების ან კონტროლის უფლებამოსილება, ნასამართლევი არიან საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებით თაღლითობის, კორუფციის, კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის, ფულის გათეთრების ან სხვა ისეთი უკანონო საქმიანობისთვის, რომელიც ზიანს აყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს; და (ii) ევროკავშირს უფლება ექნება აღნიშნული ინფორმაცია შეიტანოს ცენტრალური გამორიცხვის მონაცემთა ბაზაში.

ნაწილი 4.07 ინტერესთა კონფლიქტი

მიმღებმა თავი უნდა შეიკავოს და უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს, როდესაც ამ საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული მიმღების ან პროექტის ორგანიზაციის ფუნქციების მიუკერძოებელი და ობიექტური განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ნაწილი 4.08 მონაცემთა დაცვა

მიმღები იზრუნებს თავად და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ დაიცვას პერსონალური მონაცემები, მათ შორის, შესაბამისი რეგულაციებისა და წესების შესაბამისად, შესაფერისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების მიღების გზით იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც ახლავს ამგვარ ოპერაციებსა და ინფორმაციის ტიპს, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ პირებთან იმისათვის, რომ:

(i) თავიდან აიცილოს ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის წვდომა კომპიუტერულ სისტემებზე, რომლებიც აწარმოებენ ამგვარ ოპერაციებს და განსაკუთრებით კი, შენახული მონაცემებისა ნებართვის გარეშე წაკითხვას, ასლის გადაღებას, შეცვლას ან წაშლას, მათ შორის შენახულ ინფორმაციაში რაიმეს უკანონოდ დამატებას, ისევე როგორც გავრცელებას, გადაკეთებას ან წაშლას.

(ii) უზრუნველყოფს, რომ კომპიუტერული სისტემის უფლებამოსილ მომხმარებლებს წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც უზრუნველყოფს მათი წვდომის უფლება.

(iii) მათი შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მათ შეძლონ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება.

 

                          მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება

ნაწილი 5.01  შეჩერება

შემდეგი მოვლენები მითითებულია გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01(a)(xv) (შეჩერება) მიზნებისთვის:

(1) ფონდმა შეწყვიტა არსებობა, ან ფონდის მიერ გაიცა შეტყობინება შეწყვეტის შესახებ ფონდის წესების შესაბამისად;

(2) მიმღების ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების სექტორზე მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა, ან შეიცვალა ისეთი სახით, რომ არსებითად და უარყოფითად აისახება პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე, ან მის უნარზე განახორციელოს პროექტი;

(3) მიმღების ან პროექტის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, გარანტია ან ვალდებულება, i) 4.04 (სანქციები) ნაწილის შესაბამისად, ან ii) ნაწილის 4.04 (სანქციები) მიხედვით დაფინანსების მოთხოვნის დოკუმენტში აღმოჩნდა არასწორი, შეცდომაში შემყვანი ან გამოიკვეთა დარღვევა; ან

(4) კონტრიბუტორებმა შეწყვიტეს თანხის შეტანა ფონდში ან ფონდმა შეწყვიტა ფონდის წესების შესაბამისად, ან შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაიცა კონტრიბუციის შეთანხმების შესაბამისად.

ნაწილი 5.02  თანხების დაბრუნების შემთხვევები

შემდეგი მოვლენები მითითებულია გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.05(e) ნაწილის (თანხების დაბრუნების შემთხვევები) მიზნებისთვის:

(a) გრანტის დაფინანსების ნებისმიერი ნაწილი გამოყენებულია, პირდაპირ ან ირიბად, გადახდების გადასახდელად ან შემდეგი პირების სასარგებლოდ:

1) გაეროს მიერ სანქცირებული პირის ან ნებისმიერი ინდივიდის ან სუბიექტის, რომელიც მოქმედებს გაეროს სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით; ან

2) ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირის ან ნებისმიერი ინდივიდის ან სუბიექტის, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით;

(b) გრანტის დაფინანსების შემოსავლის ნებისმიერი ნაწილი გამოყენებულია, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი მიზნისთვის, რომელიც პირდაპირ არ არის ნებადართული ამ შეთანხმებით.

(c) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა, სასესხო შეთანხმების შესაბამისად, გააუქმა სესხის ნებისმიერი ჩამოურიცხავი ნაწილი სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) ფარგლებში.

მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა

ნაწილი 6.01 განხორციელებადობა

მიმღების უფლებები და ვალდებულებები უნდა იყოს იურიდიულად ქმედუნარიანი და განხორციელებადი მათი პირობების შესაბამისად, ნებისმიერი ადგილობრივი კანონის საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად. მიმღებს არ აქვს უფლება, განაცხადოს პრეტენზია მასზედ, რომ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება არის ქმედუუნარო ან განუხორციელებელი რაიმე მიზეზით.

ნაწილი 6.02 უფლებების გამოუყენებლობა

ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნებისმიერი მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად, ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება, ან თანხმობა, გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

      მუხლი VII – ძალაში შესვლა; შეწყვეტა

ნაწილი 7.01  ძალაში შესვლის თარიღი

გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 9.02(c) (ძალაში შესვლის წინაპირობები) მითითებულია შემდეგი:

(a) ბანკმა უნდა მიიღოს ამ ხელშეკრულების ორი სათანადოდ გაფორმებული ეგზემპლარი;

(b) ფონდის წესები ძალაში შევიდა მისი პირობების შესაბამისად;

(c) გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.03 მიზნებისათვის, იურიდიული დასკვნა ან დასკვნები მიმღების სახელით უნდა იყოს წარმოდგენილი იუსტიციის მინისტრის მიერ; და

(d) ბანკს მიეწოდა მის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გონივრულად მოეთხოვა.

ნაწილი 7.02  ძალაში შესვლის წინაპირობები

თარიღი, რომელიც არის სამას სამოცდამეხუთე (365) კალენდარული დღე წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან, დაკონკრეტებულია გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.04 (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) მიზნებისთვის.

 

  მუხლი VIII – სხვადასხვა

ნაწილი 8.01 შეტყობინებები

შემდეგი მისამართები მითითებულია გრანტის სტანდარტული ვადებისა და პირობების 10.01 ნაწილის (შეტყობინებები) მიზნებისთვის, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი შეტყობინება მიწოდებულად ჩაითვლება, თუკი ელექტრონული ფოსტით არის გაგზავნილი ხელით, ფოსტით ან პდფ ან მსგავსი ფორმატით:

მიმღებისთვის:

ფინანსთა სამინისტრო

გორგასალის ქუჩა 16     

ქ. თბილისი 0114

საქართველო

ვის: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი             

ბანკისთვის:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ბანკის ქუჩა 5

ლონდონი E14 4BG

გაერთიანებული სამეფო

ვის: საბანკო სერვისები/ოპერაცია No.52887

ელ. ფოსტა: BankingServices@ebrd.com

 

ნაწილი 8.02 მოქმედების უფლებამოსილება

მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს მტკიცებულება ასეთი უფლებამოსილების და აღნიშნული თანამდებობის პირის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, არსებითად დანართი 2-ის ფორმით (უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა).

ნაწილი 8.03 გადაცემა

(a) ბანკს შეუძლია, გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერი მიმღების, პროექტის მხარდაჭერის ორგანიზაციის და პროექტის ორგანიზაციის და ამ გარიგების შესახებ (მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის, ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები ან პროექტის ორგანიზაცია ან პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია ბანკის წინამდებარე შეთანხმებით ან წინამდებარეთი განსაზღვრული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და ფონდის წესების/ფონდის დაფუძნების ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშგების მიზნით.

(b) ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, ბანკს შეუძლია გაუზიაროს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერები მიმღების, პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციისა და პროექტის ორგანიზაციის და ამ ტრანზაქციის შესახებ (მათ შორის, ამ შეთანხმების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და ნებისმიერი სხვა წინამდებარე ხელშეკრულებაში ხსენებული შეთანხმების  ასლები) ევროკომისიას და ფონდს, როგორც ბანკი მიიჩნევს მიზანშეწონილად.

აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, უზრუნველყვეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა სამ ეგზემპლარად ზემოთ პირველად მითითებულ დღეს.  

 

საქართველო

 ______________________ 

სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

_____________________ 

სახელი, გვარი: ალკის ვრიენიოს დრაკინოსის

თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი

 

 

განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები

წინამდებარე დანართში წარმოდგენილი შესყიდვის გეგმა მიუთითებს გრანტით დაფინანსებულ ერთეულებს:

 

გრანტით დაფინანსებული ერთეულები

გრანტით დაფინანსების თანხა გამოყოფილი მილიონ ევროში

ცეცხლაურში, ქობულეთში, სანიტარიულ ნაგავსაყრელთან, ნარჩენების გამწმენდი ნაგებობის (MBT) მშენებლობისთვის საჭირო, ერთეულები და მომსახურება პროექტის B ნაწილის შესაბამისად       

6,000,000

 

                        დანართი 1 – თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა

[უნდა დაიბეჭდოს მიმღების ბლანკზე]

[თარიღი]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

5 ბანკის ქუჩა

ლონდონი E14 4BG

გაერთიანებული სამეფო

საბანკო სერვისების საყურადღებოდ

საოპერაციო No. ----- (გრანტის კომპონენტი)

გამოყოფის მოთხოვნის  N. [1]

საგანი: საგრანტო შეთანხმება, დათარიღებული ------------, გაფორმებული საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის.

ამგვარად, ჩვენ მოვითხოვთ თანხის გამოყოფას ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების დებულებების შესაბამისად:

გრანტის ვალუტა:                                          [ევრო]

მოთხოვნილი გადახდის ვალუტა:                [2]

დაფინანსებული თანხ(ებ)ი/ვალუტა            [3]

ვალუტირების თარიღი:                                 [4]

გადასახდელია  (მიმღებისთვის):                 [5]

 

მიმღების ანგარიშის სახელი:                        [6]

მიმღების ანგარიშის ნომერი:                        [7]

მიმღების ბანკის სახელი:                              [8]

მიმღების ბანკის მისამართი:                         [9]

 

მიმღების საბანკო – საკორესპონდენტო რეკვიზიტები:

კორესპონდენტი  ბანკის სახელი:               [10]

მისამართი:                                                    [11]

ანგარიშის სახელი:                                        [12]

ანგარიშის ნომერი:                                        [13]

გადახდის რეკვიზიტები:                             [14]

მიმღების ელ-ფოსტა:                                    [15]

ამგვარად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ წარსულში არ მოგვითხოვია საგრანტო დაფინანსებიდან თანხის გამოყოფა აღნიშნული ხარჯების დასაფარად. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვგეგმავთ ფულადი სახსრების მიღებას აღნიშნული მიზნით ნებისმიერი სხვა გრანტის, კრედიტის ან სესხის შემოსავლებიდან.

ამ მოთხოვნაში გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება შესყიდულია (ან მათი შესყიდვა ხდება) საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად.

[გარანტიის დაცვით, რომ 2.02(c) ნაწილის (ჩამორიცხვის პირობები) მოთხოვნები შესაბამისი ნაწილის სიტყვიერი ფორმულირების გამოყენებით.]

ამგვარად, ჩვენ ვუდასტურებთ EBRD-ს, რომ:

(i) ვასრულებთ ვალდებულებებს, როგორც ეს განსაზღვრულია საგრანტო შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით.

(ii) ადგილი არ ჰქონია რაიმე მოვლენას, რომელსაც შესაძლოა არსებითად და უარყოფითად ემოქმედოს ჩვენს ოპერაციებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შესრულების უნარზე;

(iii) არც მიმღები და არც პროექტის ორგანიზაცია არ არიან გაეროს მიერ სანქცირებული პირები და არ მოქმედებენ გაეროს მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით;

(iv) [არც მიმღები და არც პროექტის ორგანიზაცია არ არიან ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირები და არ მოქმედებენ ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით;][1]

(v) გრანტის დაფინანსების სახსრების არცერთი ნაწილი არ იქნება გამოყენებული, პირდაპირ ან ირიბად, გაეროს სანქცირებული პირის ან ნებისმიერი ინდივიდის ან სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს გაეროს მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით ან სხვაგვარად გაეროს სანქციების საწინააღმდეგოდ; და

(vi) [გრანტის დაფინანსების სახსრების არცერთი ნაწილი არ იქნება გამოყენებული, პირდაპირ ან ირიბად, ევროკავშირის სანქცირებული პირის ან ნებისმიერი ინდივიდის ან სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირის სახელით ან მითითებით ][2].

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ვადასტურებთ რომ ზემოთ (v) და (vi) პუნქტებში მოცემული განცხადებები ასევე იგულისხმება თითოეულ კონტრაქტორთან მიმართებაში, რომელიც განსაზღვრულია როგორც  მიმღები ამ განაცხადის მიხედვით.

პატივისცემით,

[16]

--------------------------- მიერ

სახელი

თანამდებობა.

 

ჩანართები:     – შემაჯამებელი ფურცლების საერთო რაოდენობა: [17].

                        – დოკუმენტების საერთო რაოდენობა: [18]

 

 

[1] ჩაირთვება, თუ გრანტი ფინანსდება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ევროკავშირის დონორთა ფონდებით.

[2] ჩაირთვება, თუ გრანტი ფინანსდება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ევროკავშირის დონორთა ფონდებით.

 

შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით

[1] მიმღებმა უნდა დანომროს თითოეული მოთხოვნის ფორმა. გრანტის გამოყოფის პირველი მოთხოვნა იქნება ნომერი 1, შემდეგი მოთხოვნების ნომრები იქნება 2, 3 და ა.შ. მიმღების მოვალეობაა, სათანადოდ ჩაინიშნოს გრანტის გამოყოფის ყველა მოთხოვნის ნომერი, რომელიც მან განსაზღვრა მოცემული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ნუმერაციის სისტემის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ფორმების ერთმანეთში არევა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ფორმები ინახება ფოსტაში, ან გაგზავნილია (ფაქსით) ფოსტით ერთზე მეტჯერ, და სხვ.

[2] გთხოვთ მიუთითოთ, მოთხოვნილი ფაქტობრივი გადახდის ვალუტა. ეს იქნება გრანტის ვალუტა ან დანახარჯების ვალუტა (იხილეთ [3] ქვემოთ). ალტერნატიულად, ზოგ შემთხვევაში ბანკი შესაძლოა თანახმა იყოს მესამე ვალუტაში, ასეთ შემთხვევაში ის იმოქმედებს მიმღების აგენტის უფლებამოსილებით აღნიშნული ვალუტის მიღების მიზნით.

თუ გადახდა მოთხოვნილია ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეულ ვალუტასთან მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნას სხვა განაცხადის ფორმა.

[3] დაფინანსებული თანხ(ები)ა არის თავდაპირველი დანახარჯები, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც დეტალურად მოცემულია შემაჯამებელ ფურცელში, და გამოთვლილია საგრანტო შეთანხმებაში მითითებული შესაბამისი პროცენტული პუნქტით გრანტით დაფინანსებული შესაბამისი ერთეულისთვის. მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის [15] ნაწილში მითითებულ თანხ(ებ)ას.

[4] ვალუტირების თარიღი არის თარიღი, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშზე დებეტირებულია ჩარიცხვის გადასახდელი თანხა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არ გასცემს გარანტიას, რომ მიმღების ანგარიში კრედიტირებული იქნება იმავე დღეს, რადგან ეს დამოკიდებულია კლირინგის სისტემის ან მიმღები ბანკის მიერ მიღებულ პროცედურებზე, მიმღების ქვეყანაში. EBRD–ის მიერ განცხადების და მიღების თარიღს და მოთხოვნილ ვალუტირების დღეს შორის უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღე. თუ ფაქტობრივად გადახდა მოთხოვნილია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სპეციალური ვალუტირების თარიღის ნაცვლად უმჯობესია არ იქნას მითითებული სპეციალური თარიღი და ამ ველში [4] მიეთითოს “შეძლებისდაგვარად მოკლე ვადა”. ასეთ შემთხვევაში EBRD განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა თუ შესაძლებელი იქნება უფრო ადრე. (გთხოვთ გაითვალისწინეთ, გადახდა შეიძლება გარანტირებული იყოს 15 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფის მოთხოვნა არის სწორი და სრული).

[5] თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ფულის მიმღების ანგარიშზე. ეს, როგორც წესი, არის კონტრაქტორი, მაგრამ თუ თუ ბანკი თანახმობას გამოთქვამს წერილობითი ფორმით და თანდართული დოკუმენტაცია (იხილეთ შემაჯამებელი ფურცელი) წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, მაშინ გადახდა შეიძლება განხორციელდეს მიმღების ანგარიშზე.

[6] ფულის მიმღების ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება ფულის მიმღების სახელი.

[7] ფულის მიმღების ანგარიშის ნომერის მითითება აუცილებელია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტ ქვეყანაში, ბანკები უარს განაცხადებენ გადახდაზე, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული გადახდის ინსტრუქციებში.

[8] ფულის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც გახსნილია მიმღების ანგარიში. გთხოვთ მიუთითეთ ბანკის სახელი და ქალაქი. ასეთი დეტალები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დებულებებს.

[9] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს განყოფილების კოდი ან SWIFT კოდი. ასეთი დეტალები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დებულებებს.

[10] ფულის მიმღების ბანკის კორესპონდენტი ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მიმღების ბანკი მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენტი-ბანკი არის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადახდის ვალუტის ქვეყანაში, სადაც მიმღების ბანკი ფლობს ანგარიშს.

[11] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს კორესპონდენტი ბანკის განყოფილების კოდი ან SWIFT კოდი.

[12] ფულის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება მიმღების ბანკის სახელი.

[13] მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკი ფლობს ერთზე მეტ ანგარიშს კორესპონდენტ ბანკში, ან თუ ის არ არის SWIFT-ის (ბანკთაშორისი ფულადი ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა) წევრი. სხვაგვარად აღნიშნული ნომერი არის სასარგებლო, თუმცა არა სავალდებულო. შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს IBAN (საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი) ნომერი.

[14] გადახდის კოდი, რომელსაც EBRD გააგზავნის, ეხმარება მიმღებს დაადგინოს აღნიშნული გადახდა. თუ მოთხოვნილი არ იქნება სპეციალური კოდი, EBRD მიუთითებს მიმღების სახელს და შეთანხმების ნომერს.

[15] გადახდის მიმღების ელ.ფოსტის მისამართი საჭიროა იმისათვის, რომ ბანკმა გაუგზავნოს მიმღებს შეტყობინებები მომავალი გადახდების შესახებ, სანამ ბანკი განახორციელებს ასეთ გადახდებს. ეს უნდა იყოს ელ.ფოსტის ანგარიში, რომელსაც მიმღები რეგულარულად ამოწმებს.

[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელ ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით.

[17] შემაჯამებელი ფურცლები მიუთითებს თანდართული დოკუმენტაციის ყველა ერთეულს, გამოყოფის მოთხოვნის განცხადების დადასტურების მიზნით. ბევრი ასეთი ერთეულის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეული კატეგორიისთვის გამოყენებულ იქნას ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.

[18] დოკუმენტაციის ერთეულები (კონტრაქტები, ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები და სხვ.) უნდა დაინომროს და წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლებში. მათი საერთო რაოდენობა მითითებული უნდა იყოს იმისათვის, რომ EBRD–თვის გამარტივებული იყოს მათი განხილვა.

 

კონფიდენციალური

პროექტი

ექვემდებარება ცვლილებას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი                              ref: e xx xxx 9xxx

შექმნის თარიღი 00/00/00

მიმღების სახელი: [1]: [1]         …….......................    ოპერაცია                      ოპერაცია

                                                                                     No: [3]……………        No: [4] …………

     (ნომერი./ სახელი/ %)

თარიღი:          ………………..   შეჯამება No : [5]    …………            ჩამორიცხვა

[2]                                                                                                         გრანტით

                                                                                                              დაფინანსებული

                                                                                                              ერთეულები: [6]                         

ერთეული ერთეულის აღწერა კონტრაქტის ნომერი და თარიღი კონტრაქტორის სახელი და მისამართი საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების მოკლე აღწერა

კონტრაქტის ვალუტა და მთლიანი თანხა

სათანადო ხარჯების ვალუტა & თანხა

დაფინანსების თანხა ხარჯების

 ვალუტაში

[7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]

 

ხელმოწერა                                                                                               ჯამი(თითოეულ ვალუტაში)                   

[16]                                                                                                               [15]                                                                                                                                                                                                

............................... 

 

შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით            

[1] სახელი. მიმღების სახელი. უნდა იყოს იგივე სახელი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.

[2] თარიღი. მოთხოვნის თარიღი. უნდა იყოს იგივე თარიღი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.                

[3] საოპერაციო ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.

[4] მოთხოვნის ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.              

[5]  შემაჯამებელი ფურცლის ნომერი. თანხის გამოყოფის თითოეული მოთხოვნისთვის, შემაჯამებელი ფურცლების დანომვრა უნდა დაიწყოს 1-დან, და მათი საერთო ნომერი უნდა მიეთითოს  თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც ისინი ეკუთვნის.             

[6] გამოყოფა. გრანტით დაფინანსებული ერთეული. ეს არის გრანტით დაფინანსებული ერთეული პროექტისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მოთხოვნილი გამოყოფის თანხებიდან. გთხოვთ იხილეთ საგრანტო შეთანხმება და მოძებნეთ გრანტით დაფინანსებული ერთეულის სახელი და რეგისტრაციის ნომერი, და დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (მაგალითად, “გრანტით დაფინანსებული ერთეული N(3b), მოწყობილობა, 60%”).

იმ შემთხვევაში, თუ თანხის გამოყოფის ერთი მოთხოვნა მოიცავს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულს, მაშინ თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყენებულ უნდა იქნას ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.                  

[7] ერთეულის ნომერი. დოკუმენტის ყველა ერთეული (ანგარიშ-ფაქტურები, კონტრაქტები, ქვითრები და სხვ) წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლ(ებ)ში. იდენტიფიკაციის გასამარტივებლად, დოკუმენტები უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, რომლის ათვლა იწყება 1-დან და მოსდევს 2, 3 და ა.შ., თითოეული ახალი გამოყოფის მოთხოვნისთვის, და ეს ნომერი დოკუმენტზე მკაფიოდ უნდა აღნიშნული. ერთეულების საერთო ნომერი ყველა შემაჯამებელი ფურცლისთვის წარმოდგენილია თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმაზე.

[8] ერთეულის აღწერილობა. გთხოვთ აღწერეთ თითოეული ერთეული, მაგალითად, “ანგარიშ-ფაქტურა”, “ქვითარი”, “ინჟინრის სერტიფიკატი”, “[. . . .]-ის თარგმანი”, და სხვ.               

[9] შეთანხმების რიგითი ნომერი და თარიღი. რეკომენდებულია შეთანხმებას ჰქონდეს ორიგინალი ნომერი მიმღებსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმების შედგენისას. EBRD მიიღებს აღნიშნულ ნომერს თავისი ჩანაწერების წარმოებისთვის. თუ შეთანხმებას არ მიენიჭება ორიგინალი ნომერი, EBRD მიანიჭებს შეთანხმებას ნომერს და აცნობებს მიმღებს დამტკიცების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა არ იცის ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსების დროს, ეს ნაწილი შესაძლოა შეავსოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.                 

შეთანხმების / შესყიდვის ბრძანების თარიღი ასევე უნდა მიეთითოს ამ სვეტში.                   

შენიშვნა: აღნიშნული შეთანხმება შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ გამოყოფის მოთხოვნაში, თუ საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მიწოდება (იხილეთ [11]), და აქედან გამომდინარე აღნიშნული საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებებისთვის გადახდა ხორციელდება ეტაპებად.

[10]  კონტრაქტორის სახელი და მისამართი. მიმღების გარიგების მხარის (კონტრაქტორი) სახელი და მისამართი შეთანხმებაში / შესყიდვის ბრძანებაში, როგორც აღწერილია [9] პუნქტში.              

[11]  საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მოკლე აღწერილობა. აღნიშნული საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებაში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ დეტალებს, და უნდა მოხვდეს [6] პუნქტში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულის ფარგლებში. 

[12]  შეთანხმების ვალუტა და საერთო თანხა. შეთანხმების საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, მითითებული [9] პუნქტში.     

[13] სანქცირებული დანახარჯების ვალუტა და ოდენობა. თითოეულ დანახარჯზე: გადასახდელი ან გადახდილი საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურებში ან [7] და [8] პუნქტებში მითითებულ სხვა დოკუმენტებში. თუ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით არსებობს ერთზე მეტი “ერთეული”, (მაგალითად, ანგარიშ_ფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა მათგანი ერთიდაიმავე დანარჯთან დაკავშირებით), აღნიშნული ერთეულები ჩასმული უნდა იყოს ფრჩხილებში და მხოლოდ ერთი თანხა უნდა იყოს მითითებული ამ სვეტში.

[14] დაფინანსების თანხა. [13] სვეტში მითითებულ თითოეულ თანხასთან დაკავშირებით, [14] სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი თანხა, რომელიც გამოთვლილია პროცენტულად, რომელიც მითითებულია [6] სვეტში, აღნიშნული შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესაბამისად. დაფინანსების თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს შეთანხმების და დანახარჯების თავდაპირველ ვალუტაში (12 და 13 მწკრივები). ეს შესაძლოა იყოს ან არ იყოს სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა.                  

[15] სულ. დაფინანსების თანხა, რომელიც მითითებულია [14] სვეტში, უნდა დაემატოს ერთ საერთო თანხას ვალუტის შესაბამისად. პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნებისთვის, მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნის ფორმის [9] პუნქტში მოცემულ თანხ(ებ)ას.

[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. იხილეთ მოთხოვნა თანხის გამოყოფის ფორმასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.  

 

დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა

[უნდა დაიბეჭდოს მიმღების ბლანკზე]

[თარიღი]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ბანკის ქუჩა 5

ლონდონი E14 4BG

გაერთიანებული სამეფო

საბანკო სერვისების საყურადღებოდ

საგანი:  საოპერაციო  No. -------- (გრანტის კომპონენტი)

უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილი

ბატონო/ქალბატონო,

საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (“ბანკი”) შორის --------------- (თარიღი) გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი იმ პირებიდან, რომელთა დამოწმებული ხელმოწერების ნიმუშები არის წარმოდგენილი ქვემოთ, არის უფლებამოსილი მიმღების სახელით მოაწეროს ხელი თანხის გამოყოფის მოთხოვნას და ნებისმიერ სხვა შეტყობინებას ან დოკუმენტს, რომელიც საჭირო ან ნებადართულია გაფორმდეს ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე.                    

 

            სახელი                  თანამდებობა          ხელმოწერის ნიმუში                                                                                                                                     

            _______________        _______________        _________________________

            _______________        _______________        _________________________

            _______________        _______________        _________________________

            _______________        _______________        _________________________

 

ყველა წინა შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს მიმღების სახელით ხელმოწერის უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერებს, ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარეთი გაუქმებულია.

 

_____________________________

დანიშვნა შეიძლება შეიცვალოს მიმღების/პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მიერ ნებისმიერ დროს ბანკისთვის დანიშნული უფლებამოსილი ხელმომწერების ახალი წერილის მიწოდებით.

 

პატივისცემით,

საქართველოსთვის და მისი სახელით:

_____________________________

სახელი:

თანამდებობა:

 

 

შენიშვნები უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის შედგენასთან დაკავშირებით                    

  • ზემოაღნიშნული უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოაწეროს მიმღების სახელით მისმა შესაბამისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
  • იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ დოკუმენტს ხელს აწერს ერთზე მეტი თანამდებობის პირი, უფლებამოსილების წერილში ეს მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული და პირველი წინადადება შესაბამისად უნდა იყოს მორგებული.

თუ უფლებამოსილი ხელმომწერები იყოფა ორ ჯგუფად და საჭიროა თითოეული ჯგუფის თანამდებობის პირის ხელმოწერა, ეს ასევე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული.