დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018711 |
76/ნ
02/09/2025
ვებგვერდი, 04/09/2025
430210000.22.022.018711
„სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
|
,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №142/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018560) დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული“ (დანართი №1) მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ფართო სფეროს სვეტში კოდი „10 მომსახურებების“ დაემატოს ვიწრო სფერო „103 უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები“, ხოლო დეტალური სფეროების ჩამონათვალს დაემატოს „1031 სამხედრო საქმე და თავდაცვა“, შემდეგი სწავლის სფეროებით: „1031.1.1 თავდაცვა და უსაფრთხოება“, „1031.1.2 სამხედრო მეცნიერება“ და „1031.2.1 თავდაცვის ანალიზი“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები