დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017610 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16.08.2019, 140130000.22.034.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის: ა) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;“; ბ) „ბ3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 102 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 102. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო; ბ) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; გ) საგამოძიებო სამმართველო.“. 3. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის და, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დანაშაულის გამოძიება; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; ბ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა; დ) ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეაგირება; ე) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართულ პირებთა, მათ შორის გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; ვ) ნარკოტიკული საშუალებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით, მათ შორის, მობილური აპლიკაციებით გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზებული დანაშაულისა და, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დანაშაულის გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; თ) „კანონიერი ქურდების“ ან/და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში არსებული დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის და კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთის მიზნით; ი) „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ ან სხვა ორგანიზებული ჯგუფის, მისი ხელმძღვანელის/ლიდერის ან წევრის დანაშაულებრივი საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება; კ) დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც ჩართული არიან ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი); აგრეთვე, მათი საქმიანობის მეთოდებისა და საშუალებების ოპერატიული შესწავლა და ანალიზი; ლ) ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება; მ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა; ნ) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ო) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. 104 და 105 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები