„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017608
79
26/08/2025
ვებგვერდი, 27/08/2025
010340000.22.034.017608
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №79

2025 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და ამ მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილის, მათ შორის, კაფეს, რესტორნის, სწრაფი კვების ობიექტის, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასტუმროს ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილის შემოწმება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება;

დ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ფოტოსურათის გადაღება, აგრეთვე მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება;

ზ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შესახებ მონაცემთა დამუშავება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;

ი) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

კ) გაძევების პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, იდენტიფიცირების, გაძევების საკითხის შესწავლის პროცედურის განხორციელების და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება;

მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან მინიჭებაზე უარის თქმასთან, აგრეთვე, საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება;

ნ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და აღნიშნულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

ო) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

პ) დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა/მონიტორინგი;

ჟ) დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

რ) დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარება გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება;

ტ) დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

უ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლისთვის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და განსაზღვრულ ვადაში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენებით გასახლება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ფ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფა;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების წარმოება, დამუშავება და ანალიზი;

ღ) დეპარტამენტის მოსამსახურეების, დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში მოთავსებული პირების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება, ასევე, დეპარტამენტში განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემით ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვება;

ყ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, ასევე, ამ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და შესაბამის დასკვნების მომზადება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-8−მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო;

ბ) სტატუსის დადგენის სამმართველო;

გ) ადმინისტრაცია (სამმართველო);

დ) დროებითი განთავსების სამმართველო;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო;

ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო;

ზ) იურიდიული სამმართველო.

მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო

1. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო;

ბ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ საქართველოს სამმართველო.

2. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო:

ა) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

გ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამოწმებს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილს, მათ შორის, კაფეს, რესტორანს, სწრაფი კვების ობიექტს, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასტუმროს ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, ამოწმებს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილს ან სხვა კერძო საკუთრებას/მფლობელობას;

ე) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირებას;

ვ) იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, აკავებს უცხოელს და საჭიროების შემთხვევაში ასევე ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს გაძევებასთან და რეადმისიის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

კ) საინფორმაციო ბაზებში მოიპოვებს ინფორმაციას გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას;

ლ) ამუშავებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შესახებ მონაცემს და ახორციელებს შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;

მ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით ახდენს ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის დაწესებულება(ებ)ში ან პირის საცხოვრებელ ადგილზე;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს;

ო) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა იურიდიულ პირებთან;

პ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმართავს შესაბამის უწყებას უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და გაუქმების თაობაზე;

ჟ) სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;

რ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ს) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას;

უ) ახორციელებს გაძევების პროცედურის ანალიზს, მათ შორის, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, იდენტიფიცირების, გაძევების საკითხის შესწავლის პროცედურის განხორციელებისა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლს, აგრეთვე ახდენს არსებული გამოწვევებისა და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს შესაბამისი რეკომენდაციებს;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;

ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 10. სტატუსის დადგენის სამმართველო

1. სტატუსის დადგენის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილება;

ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილება.

2. სტატუსის დადგენის სამმართველო:

ა) ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს;

ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე ანკეტირებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს გასაუბრების მომზადებასა და ჩატარებას;

გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას;

დ) ახორციელებს შესაბამის პროცედურებს დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე ან დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნას;

ე) ამუშავებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემს და ახორციელებს აღნიშნულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;

ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის/გასახლების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებაში;

ი) მონაწილეობს საერთაშორისო დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებასა და შემუშავებაში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას;

ლ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;

მ) ახორციელებს თავშესაფრის პროცედურის ანალიზს, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლს, აგრეთვე ახდენს არსებული გამოწვევების და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და შეიმუშავებს შესაბამისი რეკომენდაციებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 11. ადმინისტრაცია (სამმართველო)

1. ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია:

ა) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება;

გ) სამედიცინო მომსახურების განყოფილება.

2. ადმინისტრაცია (სამმართველო):

ა) აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;

ბ) აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში (საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მსურველ) უცხოელთა ვიზიტების განრიგის შედგენას;

გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას, ასევე დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას და ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებას;

დ) აღრიცხავს და აანალიზებს დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ვ) აორგანიზებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შრომით ანაზღაურებასთან, აგრეთვე, სადაზღვევო, სატელეფონო და სხვა მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ზ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ტრანსპორტირებას;

თ) უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელებისათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მყოფ პირთათვის;

ი) აკონტროლებს დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების არსებობას და მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს;

კ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას 24 საათის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარებას გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

მ) აწარმოებს სტატისტიკას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;

ნ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ - „ე4“ ქვეპუნქტები:

„ე2) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

3) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირებას;

4) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის, მათ შორის, დროებითი განთავსების ცენტრისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ანალიზს, არსებული გამოწვევების და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო

ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;

ბ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს;

გ) სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის, მათ შორის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტებისა და განხორციელებული საქმიანობის ხარისხის შეფასებას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს თავშესაფრის პროცედურაში ან საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გამოვლენისა და გაძევების საკითხის შესწავლის პროცედურებში ჩართული უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, სახელმძღვანელოების, სასწავლო მოდულებისა და საკონტროლო კითხვარების შექმნას;

ვ) უზრუნველყოფს თავშესაფრის და გაძევების საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის და დეპარტამენტის საქმიანობის შესწავლას, საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული თავშესაფრის ან/და გაძევების სისტემის გაუმჯობესების მიზნით;

ზ) ახდენს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე შემუშავებულ დოკუმენტებზე სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;

თ) ახორციელებს დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრებში მყოფ და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ამზადებს დასკვნას და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;

ი) დეპარტამენტის მოსამსახურის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში განიხილავს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტ(ებ)ს, ამზადებს დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას;

კ) ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ასევე დეპარტამენტში განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემით ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვებას, დეპარტამენტის მოსამსახურეების, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

ლ) განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს, ასევე, დროებითი განთავსების ან თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრში მყოფი ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას ან/და საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;

მ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს;

ნ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 მუხლები:

მუხლი 14. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო:

ა) ახორციელებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე ამ ინფორმაციის პერიოდულ განახლებასა და მონაცემთა ბაზის წარმოებას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 15. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის წარმომადგენლობას სასამართლოში;

გ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ახორციელებს სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

დ) უზრუნველყოფს თავშესაფრის და გაძევების საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, ახდენს არსებული გამოწვევების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, აგრეთვე შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო წესების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე