,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.168.016433
13
26/08/2025
ვებგვერდი, 27/08/2025
010250040.35.168.016433
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2025 წლის 26 აგვისტო

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად,   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.168.016106) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. მე-3 მუხლის  მე-8 პუნქტის  ,,ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,ე) მუნიციპალიტეტში  დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება; ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს  შექმნა და  მისი  დებულების დამტკიცება;

2. 341  მუხლი    ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  341 . ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.

2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება  საკრებულოს დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი