საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტრუქტურაში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტრუქტურაში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 07/03/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000290
278
07/03/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
000000010.02(0).000.000290
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტრუქტურაში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის  მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №278

1992 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტრუქტურაში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თხოვნა, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან, და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის პრობლემური ლაბორატორიისა და ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალური საცდელი სადგურის ბაზაზე აღდგეს ამ უნივერსიტეტის სტრუქტურაში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

2. მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაფინანსდეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                           ბ. ბერიძე