მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 46/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016818
46/2025
25/08/2025
ვებგვერდი, 26/08/2025
010250010.15.008.016818
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №46/2025

2025 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 143-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის, 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება ამ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი.
მუხლი 2
თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას – ცესკოში) წარდგენილ პარტიულ სიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს 2 ფოტოსურათი და სააღრიცხვო ბარათი 2 ეგზემპლარად. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი/ასლი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი