მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 45/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016817
45/2025
25/08/2025
ვებგვერდი, 26/08/2025
010250010.15.008.016817
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2025

2025 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
რეგისტრირებულ პარტიულ სიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის კანდიდატთა არსებობის შემთხვევაში, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ შემდეგი გარემოებების გამო:

1. რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;

2. რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;

3. კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-16 დღისა, პარტიამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება რეგისტრირებული კანდიდატის წარდგენის შესახებ.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი