„შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.025267
374
22/08/2025
ვებგვერდი, 25/08/2025
120000000.10.003.025267
„შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2025 წლის 22 აგვისტო

 ქ. თბილისი

 

„შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2024, 120000000.10.003.024822) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:

1. მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;

გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის − 11 თვე.“.

2. მე-6 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს, რომელმაც გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;“.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 27 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე