დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.10.003.025261 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2022, 360050000.10.003.023279) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმის:
1. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ხაშურის, ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში და მისი ფართობი შეადგენს 64 737 ჰა-ს. 2. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მისი ფართობია 13 187,6 ჰა.“. 2. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი – 13 187,6 ჰა; ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი – 64 737 ჰა;“; ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი – 35957.2 ჰა;“. 3. №1, №2 და №6 − №9 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები