დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 20/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170030.57.069.016211 |
|
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-15 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ კონკურსში მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, იგი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, აღნიშნულ დოკუმენტზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“; გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით ან/და საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები