დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 20/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016213 |
|
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“:
1. 31-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით. 6. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით ან/და სატენდერო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“. 2. 33-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).“. 3. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, აღნიშნულ დოკუმენტზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“. 4. 35-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით. 22. წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, აღნიშნულ დოკუმენტზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან ერთად ან მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, თუ წინასწარი ანგარიშსწორება გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები