სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლისა და სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018707
72/ნ
18/08/2025
ვებგვერდი, 19/08/2025
040030000.22.022.018707
სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლისა და სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლისა და სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №72/ნ

2025 წლის 18 აგვისტო

ქ.თბილისი

სსიპ  თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლისა და სსიპ  თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლისა და სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლის სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლასთან მიერთების გზით. რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2025 წლის 22 აგვისტომდე.
მუხლი 2
სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა.
მუხლი 3
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის №12 გრაფა.
მუხლი 4
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია.

მუხლი 5
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-3  მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 22 აგვისტოდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე