დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017600 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2018, 140130000.22.034.016746) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) სამინისტროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელება;“. 2. მე-5 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის გაცემას;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“−„ლ3“ ქვეპუნქტები: „ლ1) უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამასთან, ახორციელებს შესაბამის ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად; ლ2) უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევას; ლ3) სადღეღამისო რეჟიმში ახორციელებს საკომუნიკაციო საშუალებებით ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებული ინფორმაციის უფლებამოსილ პირებზე გაცემას;“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების ჯგუფი.“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საინფორმაციო-სამორიგეო განყოფილება.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 6. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 7. 101 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 8. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121 1. ინფორმაციული უსაფრთხოების ჯგუფი უზრუნველყოფს: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობას; ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. ინფორმაციული უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი. ინფორმაციული უსაფრთხოების ჯგუფი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის წინაშე. 3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) სამინისტროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულებასა და მონიტორინგს; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციონირების უზრუნველყოფას; გ) სამინისტროს ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერას; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის მომზადებას; ე) სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენას; ვ) სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგებას და სხვა სახის ადმინისტრაციულ/საორგანიზაციო საქმიანობას; ზ) ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვასა და ინციდენტებზე რეაგირებას; თ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და მათზე რეაგირების მონიტორინგს; ი) ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას; კ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 4. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას, მიიღება ამ პუნქტით განსაზღვრული პირის (პირების) მიერ ან მასთან (მათთან) წინასწარი შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 19 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები