„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016935
2-517
19/08/2025
ვებგვერდი, 19/08/2025
360050000.22.023.016935
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-517

2025 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/11/2019; სარეგისტრაციო კოდი: 360050000.22.023.016605) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი №1“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით“.

3. მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტი“.

4. მე-12 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა;

ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

ა.გ) სააგენტოს საჭიროებების შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.დ) სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;

ა.ე) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების და შვებულების ბრძანებების პროექტების მომზადება;

ა.ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

ა.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ა.თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;

ა.ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება;

ა.კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;

ა.ლ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ა.მ) შრომის შინაგანაწესის შემუშვება;

ა.ნ) სამსახურებრივი ცნობების მომზადება სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ;

ა.ო) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;

ა.პ) სააგენტოს არქივის მართვა;

ა.ჟ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ა.რ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;

ა.ს) საგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;

ა.ტ) დადგენილი წესის შესაბამისად წარმოებადამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

ა.უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება;

ა.ფ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.

ბ) შრომის უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან ურთიერთობის (კოორდინაციის) სამმართველო:

ბ.ა) სააგენტოს სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით, იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, დანერგვა და კონტროლი, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;

ბ.ბ) უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მონიტორინგი, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, რეკომენდაციების გაცემა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.გ) სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

ბ.დ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებისა და ცალკეული მითითებების ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორებამდე და ცალკეულ პასუხისმგებელ პირებამდე დაყვანა და დროულ შესრულებაზე კონტროლი;

ბ.ე) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა;

ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;

ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების ანალიზი, ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისადმი წარდგენა;

ბ.თ) სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება;

ბ.ი) ტერიტორიული ადმინისტრაციების სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით საკითხის დროული და ოპერატიული გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა;

ბ.კ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ცალკეული მითითებების შესრულება;

ბ.ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

გ.ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ლოჯისტიკური ვითარების დადგენა, რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;

გ.გ) საავტომობილო ტრასპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება და კონტროლი;

დ.დ) მატერიალური ფასეულობების მოთხოვნილებების ანალიზი და დროული რეაგირება;

გ.ე) სააგენტოს ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ.ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია;

გ.ზ) სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ.თ) სააგენტოს მომარაგების უზრუნველყოფა საკომუნიკაციო საშუალებებით და ენერგორესურსებით, მათი აღრიცხვა, ხარჯვაზე კონტროლი და ეფექტური გამოყენება;

გ.ი) სააგენტოს ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;

გ.კ) სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის და ბრუნვის ორგანიზება;

გ.ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.

2. დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველო:

ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;

ა.ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვის, მონიტორინგის, აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და კოორდინაცია;

ა.გ) დაცულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია;

ა.დ) საველე კვლევა-მონიტორინგის ანგარიშების კოორდინაცია;

ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ა.ვ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციული გეგმების სხვადასხვა კომპონენტის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება;

ა.ზ) სამინისტროსა და სააგენტოს ინიციატივით სხვადასხვა კონსერვაციული გეგმისა და სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა;

ა.თ) სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;

ა.ი) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;

ა.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია, რომლებიც ჩართულები არიან ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში;

ა.ლ) ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგის ერთიანი სისტემის შემუშავებისა და ფუნქციონირების კოორდინაცია;

ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში SMART პროგრამის ფუნქციონირების კოორდინაცია;

ა.ნ) ფოტომახეებით კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია, მიღებული მასალების დეტალური ანალიზი;

ა.ო) დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნის კოორდინაცია (მათ შორის, იშვიათი გადაშენების პირას მყოფი, მოწყვლადი, წითელი ნუსხის სახეობების შესახებ);

ა.პ) ტერიტორიული ადმინისტრაციების შესაბამისი თანამშრომლების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველოს თანამშრომლების, საველე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობაში ჩართვა და კოორდინაცია;

ა.ჟ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართული არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

ა.რ) რეინტროდუციის პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;

ა.ს) ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ტყის აღდგენის პროექტების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მონაწილეობა;

ა.ტ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;

ა.უ) დაცულ ტერიტორიებზე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;

ა.ფ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ა.ქ) ინფორმაციის მომზადება დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესახებ;

ა.ღ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;

ა.ყ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიების კატეგორიების, ბუნებრივი რესურსების მართვის და სარგებლობის მონიტორინგი;

ა.შ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.

ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო:

ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;

ბ.ბ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებულ ტყეებში, მისი დაცვა-შენარჩუნების მიზნით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო სამეცნიერო კვლევების განხორციელება და მონიტორინგი;

ბ.გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ბ.დ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ბუნებრივი რესურსების მართვაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება;

ბ.ე) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ტყისა და სხვა ბუნებრივის რესურსების მართვასთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/შესრულებაში მონაწილეობა და კორდინაცია;

ბ.ზ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართული არიან დაცული ტერიტორიების მართვაში, ასევე ტყისა და ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობაში – აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

ბ.თ) ტყის ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესების კოორდინაცია;

ბ.ი) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მონიტორინგი;

ბ.კ) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსების განსაზღვრა სისტემის მასშტაბით;

ბ.ლ) ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;

ბ.მ) დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე ან/და გახსნაზე მონიტორინგი და კოორდინაცია;

ბ.ნ) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მე-60 მუხლის „11“ პუნქტით, ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ობიექტების სარგებლობის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება, კოორდინაცია/კონტროლი;

ბ.ო) კანომდებლობით დადგენილი წესით მერქნული რესურსების დახარისხების კონტროლი და კოორდინაცია;

ბ.პ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ.ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;

ბ.რ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;

ბ.ს) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაციის მონიტორინგი;

ბ.ტ) ტყის აღრიცხვისა და ტყის მართვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია;

ბ.უ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.ფ) ტყის რესურსების სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლებისა და ხანძრების პრევენციის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ.ქ) საქმიანი ეზოების მოწყობის კოორდინაცია და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ.ღ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.

გ) მდგრადი განვითარების სამმართველო:

გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;

გ.ბ) ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში, დაარსებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;

გ.დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

გ.ე) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;

გ.ვ) დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;

გ.ზ) დაცული ტერიტორიების თემატიკით გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

გ.თ) დაცული ტერიტორიების თემატიკით ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ანალიზი;

გ.ი) სოციალური კითხვარის შედგენა, გამოკითხვა და ანალიზი;

გ.კ) გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო მასალების, მათ შორის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკების დაფებისთვის, ბროშურებისა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადების კოორდინაცია;

გ.ლ) საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო და ვიზიტორებთან კომუნიკაციაში ჩართული ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება;

გ.მ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავებასა და გაფორმებაში მონაწილეობა;

გ.ნ) დაცული ტერიტორიების სივრცითი მონაცემთა ბაზის წარმოება, მათ შორის, დაცული ტერიტორიების საზღვრების, ზონირების ინფრასტრუქტურის, იჯარების მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება;

გ.ო) სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემებით და კარტოგრაფიული მასალით უზრუნველყოფა;

გ.პ) დაცული ტერიტორიების დემარკაციების და მარკირების კოორდინაცია;

გ.ჟ) დაცული ტერიტორიების საზღვრების და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეგისტრაციის კოორდინაცია;

გ.რ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;

გ.ს) შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

გ.ტ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართული არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

გ.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;

გ.ფ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება;

გ.ქ) ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.

დ) დაცვისა და მონიტორინგის სამმართველო:

დ.ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

დ.ბ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებისა და ცალკეული მითითებების ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორებამდე და ცალკეულ პასუხისმგებელ პირებამდე დაყვანა და დროულ შესრულებაზე კონტროლი;

დ.გ) ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია, რომლებიც ჩართულები არიან ტერიტორიების ფიზიკური დაცვის ღონისძიებებში;

დ.დ) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პატრულირების სტრატეგიის გეგმების შემუშავებაში ჩართვა და კოორდინაცია;

დ.ე) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაციით პატრულირების მარშუტების გადახედვა, მუდმივი განახლება და ახალი მარშუტების გამოვლენა არსებული რისკების გათვალისწინებით;

დ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში SMART პროგრამის ფუნქციონირების კოორდინაცია;

დ.ზ) კომპეტენციების შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და ამ მიმართულებით ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის კოორდინაცია;

დ.თ) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადება;

დ.ი) დაცული ტერიტორიების ფიზიკური დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

დ.კ) დაცული ტერიტორიების დაცვისა და კონტროლის სფეროში მეთოდური, სახელმძღვანელო და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება/შემუშავებაში მონაწილეობა;

დ.ლ) ტერიტორიის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, დაცვის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მონიტორინგი, საჭიროებების გამოვლენა და წინადადებების შემუშავება;

დ.მ) ხანძარსაწინააღმდეგო ადრეული შეტყობინების სისტემებისა და ტერიტორიის ფიზიკური დაცვის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის წინადადებების შემუშავება. არსებული სისტემების ფუნქციონირების მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის გაანალიზება;

დ.ნ) ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, არსებული მონაცემების შეგროვება-ანალიზი;

დ.ო) საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების კოორდინირება;

დ.პ) საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ.ჟ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა ჩაბმა;

დ.რ) საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

დ.ს) საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ქრობაში და სამაშველო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებებში ჩართვა და პროცესების კოორდინირება;

დ.ტ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;

დ.უ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.“;

ბ) მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფების შემუშავება.“;

გ) მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტთან და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისათვის საინფორმაციო დაფების, ბუკლეტების და სხვა ვიზუალური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;“.

5. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ხელს უწყობს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 15 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი