„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.025252
359
18/08/2025
ვებგვერდი, 19/08/2025
010130000.10.003.025252
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2025 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2014, 010130000.10.003.018046) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი);“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, იმ სახელმწიფოში, რომელშიც არ ფუნქციონირებს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს ინტერესთა სექცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ან ერთ-ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი.“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პირის თანხმობა შეიძლება, წარდგენილ იქნეს როგორც სანოტარო, ასევე საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შესრულებული  მარტივი წერილობითი ფორმით. თანხმობა გამოხატულად ითვლება  საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით განმცხადებლის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ხელმოწერით.“.

4. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  თუ დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ივარაუდება პირის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება, მათ შორის, გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში – გასაუბრების შესახებ ოქმი და საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დამაჯერებელი ვარაუდის შესახებ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მომზადებული, საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ დადასტურებული დასკვნა.“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება, გაიცეს ამ დებულების მე-4 მუხლის „ა“ − „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს ინტერესთა სექცია ან/და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია.

2. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური  სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრები და როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის საგანგებო სიტუაცია, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან საქართველოს ინტერესთა სექციის არსებობისა.“.

6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ფოტოსურათიანი ჩანაწერი ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა, განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა, განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, წერილობით შეიძლება, დაადასტუროს საქართველოს ნებისმიერმა ქმედუნარიანმა მოქალაქემ. უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა შეიძლება, დაადასტუროს მისი იმ არასრულწლოვანი შვილის ფოტოიდენტურობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით. ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი ბეჭდით. ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაესვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.“.

7. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში, საქართველოს ინტერესთა სექციაში ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტში შეიძლება, წარდგენილ იქნეს როგორც პირადად, აგრეთვე ფოსტის მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით წარდგენილ განცხადებაზე განმცხადებელს პასუხი ეგზავნება ასევე ფოსტით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება, წარდგენილ იქნეს ერთ-ერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში, საქართველოს ინტერესთა სექციაში ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტში, საიდანაც აღნიშნული დოკუმენტები ეგზავნება განცხადების/შუამდგომლობის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

4. საკონსულო თანამდებობის პირი/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, განმცხადებლის იდენტიფიცირების ან საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის (დაზუსტების) მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს განმცხადებელთან გასაუბრება. გასაუბრება ტარდება აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით.“.

8. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დროს განმცხადებლის მიერ წარდგენილ, მის სახელზე ადრე გაცემულ ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, საკონსულო თანამდებობის პირი/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია,  დოკუმენტების გადამოწმების მიზნით, შეაჩეროს საქმისწარმოება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საკონსულო თანამდებობის პირი/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალასთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“.

9. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს ადგენს და დასაბრუნებელი მოწმობის  გაცემის  შესახებ  შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვერ იქნა წარდგენილი ან საკონსულო თანამდებობის პირის/საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი დოკუმენტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე