დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480060000.10.003.025250 |
|
„საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/05/2016, 480060000.10.003.019286) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპატიო კონსულობის კანდიდატის დოკუმენტების მიღებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში − სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების გადაგზავნას, საქართველოს შესაბამის უწყებებთან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.“. 2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მინისტრი, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალებას აძლევს სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, უზრუნველყოს საპატიო კონსულის დანიშვნის გადაწყვეტილების ადგილსამყოფელ (მიმღებ) სახელმწიფოსთან შეთანხმება, ამ დებულების III თავით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“. 3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების ხელმოწერის შემდგომ, 2 კვირის ვადაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამზადებს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უგზავნის საკონსულო პატენტს, რომელსაც ხელს აწერენ მინისტრი და სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. 4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ეგზეკვატურის ან/და სააკრედიტაციო ბარათის ასლის გაგზავნის ვალდებულება საპატიო კონსული და შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საკონსულო დაწესებულება ვალდებულნი არიან, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს მიღებიდან 2 კვირის ვადაში გაუგზავნონ ეგზეკვატურის ან/და სააკრედიტაციო ბარათის ასლი.“. 5. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება საპატიო კონსულის უფლებამოსილებათა დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, მათ შორის, დიპლომატიური პროტოკოლისა და მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გავრცელებას სახელმწიფო უწყებებსა და ფართო საზოგადოებაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები