“საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 689
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 22/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.009.099
  • Word
689
16/08/2006
სსმ, 111, 22/08/2006
010.240.070.22.027.009.099
“საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულეის შესახებ" 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.009.099

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №689

2006 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ“ 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №15, მუხ. 152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.

1. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.“.

2. მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;“.

4. მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) საორგანიზაციო და სამეცნიერო-ანალიტიკური განყოფილება;

ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვისა და დაცვის განყოფილება;

გ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტაციის მართვის განყოფილება;

დ) ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

ე) ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილება;

ვ) საფინანსო განყოფილება – ცენტრალური ბუღალტერია;

ზ) დაწესებულებათა დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სექტორი;

თ) დოკუმენტაციის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია;

ი) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა;

კ) სამეურნეო სამსახური.

19. დეპარტამენტის სისტემაშია:

ა) საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

ბ) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი;

გ) საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

დ) ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

ე) სახელმწიფო არქივი ქალაქ ცხინვალში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე