დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018706 |
|
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№690-IIმს-XIმპ; 24/06/2025), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№691- IIმს-XIმპ; 24/06/2025), „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№692-IIმს-XIმპ; 24/06/2025) შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. მე-2 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემები“; ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვალდებულია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს ინფორმაცია იმ პროფესიული სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, რომელმაც დაძლია საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, კვალიფიკაციის მინიჭებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 8. საინფორმაციო სისტემის მიერ, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულად მიეწოდება შემდეგი მონაცემები: პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში), დაბადების თარიღი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და პროფესიული სტუდენტის მიერ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის წელი.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლევს იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ბეჭდვას და სააგენტოსთვის მათ მიწოდებას.“. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საფუძველზე.”. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახდენს მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული მონაცემების შესაბამისი პირისადმი კუთვნილების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე.“; დ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მონაცემთა ურთიერთშეუსაბამობის შესახებ ეცნობება საინფორმაციო სისტემას, რომელსაც შეაქვს შესაბამისი ცვლილება ან შესწორება თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 7. მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის გვარი და სახელი ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტში ინგლისურ ენაზე ჩაიწერება მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის) შესაბამისად, თუ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს სახელსა და გვარს ინგლისურ ენაზე. 8. თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას მოსწავლეზე/პროფესიულ სტუდენტზე ინგლისურენოვანი მონაცემების შემცველობით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტში მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის გვარი და სახელი ინგლისურ ენაზე ჩაიწერება მასთან შეთანხმებული ტრანსლიტერაციით.“. 6. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ბ“-„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის პირად ნომერს, თუ მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს ბინადრობის მოწმობას; გ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის სახელსა და გვარს განცხადების წარდგენის მომენტში; დ) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის სახელსა და გვარს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას (თუ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლემ/პროფესიულმა სტუდენტმა შეიცვალა სახელი და/ან გვარი); ე) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის დაბადების თარიღს;“; ა.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტები განცხადების წარდგენის მომენტში (თუ ცნობილია განმცხადებლისთვის): ზ.ა) დასახელება; ზ.ბ) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა); თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას: თ.ა) მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა), თუ აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებლისთვის ცნობილია; თ.ბ) დასახელება;“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მითითებას იმის თაობაზე, რომ პირმა დაძლია საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახდენს მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს.“; გ) მე-7 პუნქტის: გ.ა) სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:“; გ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის/ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია რესურსცენტრს მიმართოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ მონაცემების მოპოვებას იმ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.“; ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ განცხადების წარდგენის მომენტისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი. ზ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლის მე-8–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.“. 7. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცული იქნება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, პროფესიული სტუდენტის მონაცემების მიმოცვლის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოთ შესაბამისი ელექტრონული სერვისის შექმნა. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები