ლანჩხუთის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

ლანჩხუთის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 07/02/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000259
133
07/02/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
000000010.02(0).000.000259
ლანჩხუთის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №133

1992 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ლანჩხუთის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს ლანჩხუთის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო ლანჩხუთის რაიონის გამგეობა.

2. მიღებულ იქნეს ლანჩხუთის რაიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პარტიების და საქველმოქმედო ორგანიზაციების და წარმოება-დაწესებულებათა წარმომადგენლობითი კრების წინადადება და დამტკიცდეს ლანჩხუთის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს ლანჩხუთის რაიონის გამგეობის შემადგენლობა: გია გოთუა - გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ელგუჯა კალანდარიშვილი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ნაჭყებია, გელა ზოიძე, დონარა დოლიძე - გამგეობის წევრები.

3. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 იანვრის № 27 დადგენილება დავით წულაძის ლანჩხუთის რაიონული საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარედ დამტკიცების შესახებ.

4. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს, ლანჩხუთის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის შემსრულებელი  გ. ბერიძე