დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 04/02/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000253
108
04/02/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
000000010.02(0).000.000253
დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №108

1992 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს დმანისის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა.

2. მიღებულ იქნეს დმანისის რაიონის რაიონული, სასოფლო და საქალაქო საკრებულოს დეპუტატთა, წარმოება-დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთა გაერთიანებული კრების წინადადება და დამტკიცდეს დმანისის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის შემადგენლობა: რომან კავლელიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე, ალექსი ტატუაშვილი, ომარ სიხარულიძე - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, ეთერ პეტროვა, ბორის ჩარკვიანი, ნოდარ კეკელიძე, ჯანგირ ორუჯევი - გამგეობის წევრები

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის

დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს - დმანისის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი    თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფოკანცელარიის

მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე