„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.025236
345
12/08/2025
ვებგვერდი, 13/08/2025
240140000.10.003.025236
„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №345 

2025 წლის 12 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/07/2024, 240140000.10.003.024623) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 − მე-6 პუნქტები:  

„4. სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და კონკრეტულ რეგიონში პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული არ გამოიწვევს პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულ სესხებზე მხარდაჭერის შეწყვეტას.

 5. სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, რისკების (როგორებიცაა: ბანკის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედება ან/და პროგრამის პირობების დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება) შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს მას.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტო მოქმედებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბანკისათვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგენის გარეშე.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა. სასტუმროს საქმიანობის (NACE კოდები: 55.10.1;  55.10.2; 55.20.0) შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული და მის მიერ ათვისებული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული/ ათვისებული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.“;

ბ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სასტუმროს საქმიანობა (NACE კოდები: 55.10.1;  55.10.2; 55.20.0), რომელიც ხორციელდება  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში.“.

4. მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის მოცულობისა, ბანკი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი/შექმნილი ძირითადი საშუალებ(ებ)ის დატვირთვა, იმავე სესხის უზრუნველსაყოფად (სააგენტოს მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლებით ან გარეშე), რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სესხის პირველად უზრუნველყოფას. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის, სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დასატვირთი ძირითადი საშუალება (საშუალებები) და აღნიშნული აქტივების დატვირთვის წესი.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. პროგრამის ფარგლებში სესხის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 5 წელზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“.

6. დანართ №1-ში „A“ სექციის 01,02,03 განყოფილების „სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„A

01,02,03

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, გარდა 01.19.0 სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანის საქმიანობისა“.

7. დანართ №1-ში „C“ სექციის მე-10 განყოფილების „კვების პროდუქტების წარმოება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„C

10

10.11.0 ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება         

10.12.0 შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება         

10.13.0 ხორცის პროდუქტების წარმოება         

10.20.0 თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება         

10.32.0  ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება         

10.39.0 ხილის და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები         

10.41.0 ზეთების და ცხიმების წარმოება         

10.42.0 მარგარინის და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება         

10.51.0 რძის გადამუშავება და ყველის წარმოება         

10.52.0 ნაყინის წარმოება         

10.61.1 ფქვილის წარმოება         

10.62.0 სახამებლების და სახამებელი პროდუქტების წარმოება         

10.71.1 პურის წარმოება         

10.73.0 მაკარონის, ატრიის, კუსკუსის და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება         

10.81.0 შაქრის წარმოება         

10.83.1 ჩაის გადამუშავება         

10.83.2 ყავის გადამუშავება         

10.91.0 მზა საკვების წარმოება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის“.     

 

8. დანართ №1-ში „F“ სექციის 43-ე განყოფილების „სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

F

43

43.11.0 შენობების დაშლა და აღება, სამშენებლო სამუშაოები       

43.12.0 მოსამზადებელი სამუშაოები სამშენებლო მოედანზე         

43.13.0 სადაზვერვო ბურღვა         

43.21.0 ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები         

43.22.0 წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი         

43.29.0 სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები         

43.99.1 სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა ოპერატორთან ერთად         

43.99.9 სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი“.       

 

9. დანართ №1-ში „G“ სექციის, 46-ე „საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა“ და 47-ე „საცალო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა“ განყოფილებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„G

46

საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა, გარდა 46.22.0 საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით საქმიანობისა

 

G

47

საცალო ვაჭრობა, ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა, გარდა 47.76.1 საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით და სასუქებით სპეციალიზებულ მაღაზიებში საქმიანობისა“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე