დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.025235 |
|
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის“ მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარს იმავე სესხზე შეუძლია, ისარგებლოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „თავი I5. უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით“ (შემდგომში − უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი), რომლის შემთხვევაში, მოქმედებს ქვემოთ მოცემული პირობები: ა) ამ პროგრამის დანართ №1-ის ნაცვლად მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი განისაზღვრება უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის დანართ №1-ით; ბ) უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით სარგებლობის შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტისგან განსხვავებით, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს მოცულობის დადგენისას სააგენტო, სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას სესხის ძირი თანხის 60%-ის ჩათვლით მოცულობასა და სესხის ძირი თანხის 60%-ის ზემოთ ოდენობაზე; გ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ნაცვლად მოქმედებს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1229 მუხლის პირველი პუნქტი; დ) ამ პროგრამის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობების ნაცვლად მოქმედებს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1230 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები; ე) ამ პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად მოქმედებს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1230 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები; ვ) უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით სარგებლობა დაუშვებელია ამ პროგრამის ფარგლებს გარეთ უკვე არსებული სესხის რეფინანსირებით/რესტრუქტურიზებით; ზ) თუ ბენეფიციარი სარგებლობს ამ პროგრამითა და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით, მის მიმართ ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, სესხების მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 10 მლნ ლარს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები