დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 348 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.025241 |
|
„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 360160000.10.003.019209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების“:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით ვებგვერდზე (ww.wms.mepa.gov.ge), შესაბამისი განაცხადის ფორმის ელექტრონულად შევსებისა და გაგზავნის გზით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გარემოსდაცვითი რისკებიდან გამომდინარე, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია, მოსთხოვოს განმცხადებელს დასარეგისტრირებელ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ 1. სააგენტო განიხილავს რეგისტრაციის განაცხადს, ამ წესის შესაბამისად. თუ რეგისტრაციის განაცხადი მოიცავს ერთზე მეტ საქმიანობას, თითოეული საქმიანობა განიხილება ცალ-ცალკე. 2. თუ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები სრულად არის შევსებული/წარდგენილი და არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, სააგენტო დაადასტურებს რეგისტრაციას და მიანიჭებს რეგისტრაციის ნომერს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან/და თანდართული დოკუმენტები არ არის სრულად შევსებული/წარდგენილი, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე და სრულად შევსებისთვის/წარდგენისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სააგენტო განაცხადს დატოვებს განუხილველად. 5. სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს საქმიანობის რეგისტრაციაზე, თუ დაგეგმილი საქმიანობა არ შეესაბამება ნარჩენების მართვის კანონმდებლობას, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას ან/და, ადგილმდებარეობის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას. დასაბუთებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობება განაცხადის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 10. გადაწყვეტილების გასაჩივრება განმცხადებელი უფლებამოსილია, გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებები 1. საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან ადგილმდებარეობის ცვლილებისას, სააგენტოს წარედგინება ახალი განაცხადი საქმიანობის რეგისტრაციაზე. 2. რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისთვის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვანი (რეგისტრირებული საქმიანობის წარმადობის 50%-ზე მეტით) გაფართოება; ბ) თუ მიმდინარე საქმიანობის პროცესში ხდება სხვა ჯგუფის ნარჩენების მართვა, რომლებიც არ არის მითითებული რეგისტრაციის განაცხადში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო განაცხადს განიხილავს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.“. 5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ: ა) საქმიანობის რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ დაიწყებს საქმიანობას; ბ) შეწყვეტს საქმიანობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები