დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 343 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.025234 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაევალოთ, ხოლო მუნიციპალიტეტებს, მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს ეთხოვოთ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის ხედვის, პრიორიტეტებისა და შესაბამისი განვითარების დოკუმენტების გათვალისწინებით უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის შესრულების ხელშეწყობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში − წესი) თავი I1 ამოღებულ იქნეს. 3. წესის თავი I2-ის 129 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტრო – საქართველოს კულტურის სამინისტრო;“. 4. წესის თავი I3 ამოღებულ იქნეს. 5. წესის თავი I5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I5 სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი ზოგადი დებულებანიმუხლი 1227. ტერმინთა განმარტება ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი; ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – „აწარმოე საქართველოში“; დ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი; ე) ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული აქვს შესაბამისი სესხი/სალიზინგო პროექტი და ამავე პროგრამის ფარგლებში იღებს ან/და მიღებული აქვს შესაბამისი მხარდაჭერა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციარად მიიჩნევა ამ პროგრამის 1233 მუხლის შესაბამისად საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების ნაწილში ჩართული მეწარმე სუბიექტიც; ვ) სესხი − ბანკის/მიკრობანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე დამტკიცებული/გაცემული სესხი; ზ) სალიზინგო პროექტი − პროგრამის თანადაფინანსების მიმართულების ფარგლებში, ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს (ლიზინგის საგნის პოტენციურ მიმღებს) შორის შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სალიზინგო საგნის გაცემას ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, გარდა ისეთი სალიზინგო პროექტისა, რომლითაც ლიზინგის გამცემი მეწარმე სუბიექტისგან იძენს ლიზინგის საგანს, შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ მასზე საკუთრების უფლების დაბრუნების მიზნით (უკულიზინგი); თ) ლიზინგის ღირებულება − ლიზინგით გადასაცემი ქონების საწყისი ღირებულება და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტის, სხვა მსგავსი მომსახურების, ქონების და ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისათვის გადახდილი/გადასახდელი გადასახადების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი; ი) ლიზინგის საგანი − პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე ლიზინგით გაცემული ქონება; კ) ფინანსური ინსტიტუტი - ამ პროგრამის მიზნებისათვის ფინანსური ინსტიტუტად მიიჩნევა კომერციული ბანკი, მიკრობანკი, ლიზინგის გამცემი, საინვესტიციო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია; ლ) ბანკი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც სააგენტოს, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება; მ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სალიზინგო პროექტს (ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს), რომელთანაც სააგენტოს, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება; ნ) საინვესტიციო კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა და რომელთანაც სააგენტოს, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ო) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზირებული, რეგისტრირებული ან აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა, რომელთანაც სააგენტოს, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; პ) სესხის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სესხის გადაფარვა იმავე ან სხვა ბანკში/საინვესტიციო კომპანიაში/აქტივების მმართველ კომპანიაში აღებული რეფინანსირების სესხით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი სესხის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი სესხის ნარჩენ ძირსა და სესხზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა, თავის მხრივ, უნდა გაიცეს ამ პროგრამის 1230 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება სესხის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება; ჟ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სალიზინგო პროექტის შესაბამისი ლიზინგის საგნის ღირებულების ნარჩენი თანხის გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემთან ამ პროგრამის 1230 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ახალი სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების გზით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება სალიზინგო პროექტის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება; რ) საერთაშორისო ბრენდი – სასაქონლო ნიშანი, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სასტუმრო ან/და სასაქონლო ნიშანთა მმართველი კომპანია/ჯგუფი (უცხოური საწარმო), რომელიც ოპერირებს საქართველოს გარდა არანაკლებ 50 სასტუმროთი, რომელთანაც მეწარმე სუბიექტს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს სასაქონლო ნიშნის სარგებლობისთვის განსაზღვრული ხელშეკრულება; ს) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი; ტ) ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი − ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი დგინდება/განისაზღვრება სააგენტოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით; უ) დეფოლტი − ბენეფიციარის მიერ ფინანსური ინსტიტუტის წინაშე პროგრამის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო/სალიზინგო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის სესხის/სალიზინგო პროექტით გათვალისწინებული თანხის სრულად დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ან ბენეფიციარის გადახდისუუნარობის საქმის დაწყება და ფინანსური ინსტიტუტის მიერ სესხის/სალიზინგო პროექტის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელების დაწყება, მათ შორის და არამხოლოდ, სასამართლოსთვის ან/და არბიტრაჟისთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით ნოტარიუსისთვის მიმართვა, აღსრულების ორგანოსთვის ან/და კერძო აღმასრულებლისთვის მიმართვა ან/და ქონების დასაკუთრების/რეალიზაციის პროცედურის დაწყების მიზნით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდევინების მიქცევის სხვა პროცედურის დაწყების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისთვის მიმართვა; ფ) კაპიტალური ხარჯი − დანახარჯი, გაწეული ისეთ მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივზე (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ქ) საბრუნავი საშუალებები – ხარჯები, რომელიც არ წარმოადგენს კაპიტალურ ხარჯს; ღ) კვლევა და განვითარების (R&D) ხარჯი − ხარჯი, რომელიც გაწეულია კვლევა და განვითარებისთვის (R&D), რომელიც, თავის მხრივ, დასტურდება სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშით. ამასთან, კვლევა და განვითარების ხარჯების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით; ყ) მწვანე ტაქსონომია − „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანებით დამტკიცებული მწვანე ტაქსონომია; შ) მწვანე სესხი − „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული მწვანე სესხი; ჩ) ქალი მეწარმე − პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე არანაკლებ ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი; ც) მაღალმთიანი რეგიონი − „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში გათვალისწინებული დასახლება; ძ) სასესხო შეთანხმება − „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის“ პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება; წ) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი. მუხლი 1228. პროგრამის მიზანი და აღწერა1. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა. 2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 3. პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) თანადაფინანსების მიმართულება; ა.ა) სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება; ა.ბ) საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება; ბ) საგრანტო მიმართულება: ბ.ა) მწვანე კომპონენტი; ბ.ბ) გაციფრულების კომპონენტი; ბ.გ) კვლევა და განვითარების კომპონენტი; ბ.დ) მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი; ბ.ე) აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი; გ) უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულება: 4. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ისარგებლოს: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსებებით როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიმართულებით მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანადაფინანსებასთან ერთად; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიმართულებით როგორც ცალკე, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა მიმართულებებთან ერთობლიობით, თუ მისი ეკონომიკური საქმიანობა თავსდება დადგენილების როგორც დანართ №1-ში, ასევე დანართ №8-შიც. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საგრანტო მიმართულებით სარგებლობისას: ა) იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი აკმაყოფილებს საგრანტო მიმართულების როგორც გაციფრულების, ასევე კვლევა და განვითარების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებს, ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლობს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი აკმაყოფილებს საგრანტო მიმართულების მწვანე კომპონენტს, მაღალმთიანი რეგიონის და აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტებით განსაზღვრულ პირობებს, ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით; გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი/სალიზინგო პროექტ(ებ)ი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით რამდენიმე საგრანტო მიმართულების კომპონენტს, ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი გრანტის ჯამური მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 500 000 ლარისა. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმართულება რეგულირდება ამ დადგენილების პირველი თავის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სააგენტოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას მოსთხოვოს, მათ შორის და არა მხოლოდ, სესხის გაცემისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტაცია და მათში შესული ყველა ცვლილება/დამატება. მუხლი 1229. პროგრამის ბენეფიციარი 1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტი პროგრამის 1231 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 40 (ორმოცი) მლნ ლარს; ბ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე); გ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; დ) არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირი; ე) რეგისტრირებულია სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში და არის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის წევრი; ვ) მეწარმე სუბიექტის სესხმა/სალიზინგო პროექტმა არ განიცადა დეფოლტი როგორც ამ პროგრამის, ასევე 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში; ზ) არ ჰქონია როგორც ამ დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან 1234 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (დადგენილების 2025 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციის შესაბამისად) გათვალისწინებული სესხის/სალიზინგო პროექტის გრაფიკით განსაზღვრული მინიმალური შენატანის ზედიზედ 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილება. 2. მხოლოდ საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსების ფარგლებში, მეწარმე სუბიექტად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც. 3. ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემოწმების მიზნით, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). 4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი ვალდებულია: ა) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს (სასტუმროს საქმიანობის შემთხვევაში რეგულირდება პროგრამის დანართი №4-ის პირველი თავის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით) ის უძრავი ქონება, სადაც ხდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით; გ) თანამშრომელთა შერჩევის ეტაპზე, ერთი და იმავე კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭოს შშმ პირ(ებ)ს. პროგრამის მიზნებისათვის, შშმ პირთა სტატუსის დასაბუთებისთვის გამოიყენება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შეასრულოს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მარკეტინგული მოთხოვნები; ე) უზრუნველყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისას ამ პროგრამის დანართი №4-ით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა; ვ) წარუდგინოს სააგენტოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში პროგრამის ფარგლებში სესხის სრულად ათვისებიდან (გახარჯვიდან) არაუგვიანეს 6 თვისა მაგრამ არაუმეტეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის პროგრამის ფარგლებში გაცემიდან 36 თვის ვადისა ან სალიზინგო პროექტის გაცემიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების დაცვით. 5. ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს წინაშე ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ან/და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სანქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სესხთან/სალიზინგო პროექტთან მიმართებით ბანკი/ლიზინგის გამცემი სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით, ამ შემთხვევაში, გარდა პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, როგორც მეწარმე სუბიექტი, ასევე თავად ბანკი/ლიზინგის გამცემი უნდა აკმაყოფილებდნენ სასესხო შეთანხმების ყველა სავალდებულო პირობას, რომელიც გაწერილი იქნება სააგენტოსა და ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მუხლი 1230. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი 1. პროგრამის ფარგლებში სესხი/სალიზინგო პროექტი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში. 2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული და მის მიერ ათვისებული სესხის/სალიზინგო პროექტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს. 3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით/სალიზინგო პროექტით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული/ათვისებული სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური მოცულობა არ აღემატება 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს. 4. ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფისთვის გაცემული/ათვისებული სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური ლიმიტი (მაქსიმალური მოცულობა) შეადგენს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარს. აღნიშნული ლიმიტი დაითვლება ამ პროგრამის ამოქმედებიდან პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე/სალიზინგო პროექტებზე. 5. ამ მუხლის შესაბამისად, სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური მოცულობის/ლიმიტების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში გაცემული სესხების/სალიზინგო პროექტების ღირებულება. 6. პროგრამის ფარგლებში სესხი/სალიზინგო პროექტი უნდა გაიცეს ამ პროგრამის დანართი №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობებისთვის. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით/სალიზინგო პროექტით არ დაფინანსდება: ა) გუდვილის შეძენა; ბ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ან/და რემონტი, გარდა ამ პროგრამის დანართი №3-ით გათვალისწინებული შემთხვევების; გ) მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა; დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა. 7. პროგრამის ფარგლებში სესხის/სალიზინგო პროექტი შესაძლებელია გაიცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში. 8. სესხის შემთხვევაში: ა) პროგრამის ფარგლებში სესხის/სესხის პირველი ტრანში (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარისა) უნდა გაიცეს სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში სააგენტო არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას და აღნიშნული სესხი აღარ მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად; ბ) პროგრამის ფარგლებში სესხის ბოლო ტრანში უნდა გაიცეს სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხებზე პროგრამის ფარგლებში ტრანშის გაცემა არ დაიშვება და ამ სესხის მხარდაჭერა განხორციელდება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში გაცემულ ნაწილზე; გ) სესხის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს დამტკიცებული სესხის ოდენობის 0.2%-ს; დ) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ბენეფიციარს არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა. ამასთან, წინსწრების საკომისიოდ არ მიიჩნევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ Risk Sharing Framework-ის ფარგლებში გაცემული სესხისათვის მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების გრაფიკს გარეთ, ვადამდე, სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო; ე) პროგრამას ფარგლებში გაცემული სესხის ათვისება (გახარჯვა) უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ე.ა) ჯამურად ათვისებული სესხის მოცულობის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტი უნდა იქნეს მიმართული კაპიტალური ან/და კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის; ე.ბ) ჯამურად ათვისებული სესხის მოცულობის არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტი უნდა იქნეს მიმართული საბრუნავი საშუალებებისათვის; ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის მოთხოვნები არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ათვისება მოხდება ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად. აღნიშნული შეღავათის სარგებლობისთვის დამატებით მოთხოვნებს სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტო. 9. სალიზინგო პროექტის შემთხვევაში: ა) პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტით განსაზღვრული ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის (გრაფიკით განსაზღვრული ბენეფიციარის ვალდებულება) გადახდა უნდა იქნეს დაწყებული სააგენტოს მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სააგენტო არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას და სალიზინგო პროექტი აღარ ითვლება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად; ბ) პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტი უნდა გაიცეს სააგენტოს მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული სალიზინგო პროექტის ფარგლებში არ დაიშვება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამასთან, პირველი მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები; გ) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების 0.1%-ს; დ) სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში სალიზინგო პროექტის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-ს. სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 1%-ს. მუხლი 1231. პროგრამის განხორციელების პროცესი1. პროგრამა ხორციელდება სააგენტოს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის/უზრუნველყოფების გამოყენებით. 2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს ფინანსურ ინსტიტუტს. 3. ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს: ა) მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას 1229 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან; ბ) სესხის/სალიზინგო პროექტის შესაძლო შესაბამისობას მწვანე ტაქსონომიასთან. 4. ფინანსური ინსტიტუტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების საფუძველზე, აგზავნის განაცხადს სესხის პროგრამის ფარგლებში დამტკიცების მიზნით, რომელიც მოიცავს სესხის/სალიზინგო პროექტის ძირითადი მახასიათებლების (მათ შორის, შესაძლო მწვანე სესხის/სალიზინგო პროექტის) და მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაციას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განაცხადის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის/სალიზინგო პროექტის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის პირობებთან. სააგენტოს მიერ განაცხადის დადასტურების შემთხვევაში სესხი/სალიზინგო პროექტი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად. თანადაფინანსების მიმართულებამუხლი 1232. სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება1. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის თანადაფინანსებისას, სააგენტო ახორციელებს ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად: ა) სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით; ან ბ) ამ პროგრამის დანართ №1-ში განსაზღვრული 38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0 ქვეკლასის კოდებისთვის სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით. 2. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებისას, სააგენტო ახორციელებს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად: ა) სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული ერთი პროცენტის ოდენობით; ან ბ) ამ პროგრამის დანართ №1-ში განსაზღვრული 38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0 ქვეკლასის კოდებისთვის სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 2 პროცენტის ოდენობით. 3. სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხის ოდენობის (მათ შორის, სააგენტო უფლებამოსილია ყოველთვიური თანადაფინანსების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალიწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალიწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით), რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება ფინანსურ ინსტიტუტსა და სააგენტოს შორის პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში. 4. სააგენტო, ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესრულებისათვის, თანადაფინანსების თანხას რიცხავს ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. 5. ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარის კონკრეტული ვალდებულებისათვის თანხის მიმართვის წესი და სპეციალური ანგარიშის მონიტორინგის პირობები რეგულირდება ფინანსურ ინსტიტუტსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, სააგენტოს წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სპეციალურ ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი სპეციალურ ანგარიშზე თანხების ბრუნვასთან დაკავშირებით და სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით. 6. პროგრამის ფარგლებში სესხის/სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს სესხზე/სალიზინგო პროექტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა. მუხლი 1233. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება 1. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2. მეწარმე სუბიექტი/ბენეფიციარი მიმართავს სააგენტოს საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებაში ჩართვის თაობაზე. 3. სააგენტო, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, 10 კალენდარული დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს ბენეფიციარის განაცხადს. განაცხადის დასტურის შემთხვევაში სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა იქნეს გაფორმებული მეწარმე სუბიექტის მიერ საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებას ბენეფიციარის მიერ ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი) თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვისა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარისთვის განსაზღვრული თანადაფინანსების მოცულობა, ერთი წლის მანძილზე (თოთოეულ საანგარიშო წელზე) არ უნდა აღემატებოდეს 300 000 (სამასი ათასი) ლარს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენების კომპონენტი გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. 6. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენებისათვის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის სააგენტოს მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან სააგენტოს მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი. 7. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში (მიუხედავად მისი შესაბამისი თავებისა) საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენების შესაძლებლობა პროგრამის ბენეფიციარს აქვს მხოლოდ ერთხელ. საგრანტო მიმართულება მუხლი 1234. მწვანე კომპონენტი1. მწვანე კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) ან ლიზინგის საგანი აკმაყოფილებს მწვანე ტაქსონომიის მოთხოვნებს; ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი. 2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 15%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში გაწეული ხარჯის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც. 3. თუ პროგრამის ფარგლებში სესხი/სალიზინგო პროექტი გაიცა ჰიდრო/ქარის/მზის ელექტროსადგურების შესყიდვის/მოწყობის მიზნობრიობით, გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 10%-ის, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარისა. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც. 4. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ გაწეული ხარჯი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ერთად, ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი ჯამური ლიმიტი არ აღემატება 200 000 ლარს. 5. მწვანე კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი ფინანსური ინსტიტუტის ცნობა და შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის წარდგენა არ არის სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის მწვანე ტაქსონომიასთან შესაბამისობა დასტურდება ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული მონიტორინგით. 6. სააგენტო, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 7. სააგენტო, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 8. ამ კომპონენტში ერთი სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ. 9. ბენეფიციარს მწვანე კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან ან ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის/სალიზინგო პროექტის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. მუხლი 1235. გაციფრულების კომპონენტი 1. გაციფრულების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) მიმართულ იქნა სააგენტოს მიერ დადგენილი ციფრული ინსტრუმენტის/გადაწყვეტის შემუშავების/შესყიდვის და დანერგვის ხარჯებისთვის; ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი. 2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 70 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში არაუმეტეს 100 000 ლარისა. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის შემთხვევაშიც. 3. გაციფრულების კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. სააგენტო, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 6. ამ კომპონენტში ერთი სესხის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ. 7. ბენეფიციარს აღნიშნული კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. მუხლი 1236. კვლევა და განვითარების კომპონენტი 1. კვლევისა და განვითარების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) გამოყენებულ იქნა ამ პროგრამით 1227 მუხლის „ღ“ პუნქტით განსაზღვრულ კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის; ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი. 2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 15%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის შემთხვევაშიც. 3. კვლევისა და განვითარების კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. სააგენტო, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 6. ამ კომპონენტში ერთი სესხის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ. 7. ბენეფიციარს აღნიშნული კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. მუხლი 1237. მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი 1. მაღალმთიანი კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი ან სალიზინგო პროექტი გამოყენებულ იქნა მაღალმთიან რეგიონში განხორციელებული ბიზნესისთვის; ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი. 2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 10%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 15%-ის, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც. 3. მაღალმთიანი რეგიონის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. სააგენტო, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 6. ამ კომპონენტში ერთი სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ. 7. ბენეფიციარს მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან ან ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის/სალიზინგო პროექტის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. მუხლი 1238. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი 1. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი ან სალიზინგო პროექტი გამოყენებულ იქნა აგროტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აკმაყოფილებს დანართი №4-ის მე-3 თავით განსაზღვრულ მინიმალურ სავალდებულო კრიტერიუმებს; ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი. 2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 15%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც. 3. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. სააგენტო, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 6. ამ კომპონენტში ერთი სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ. 7. ბენეფიციარს აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან ან ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის/სალიზინგო პროექტის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. დასკვნითი დებულებანი მუხლი 1239. ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის პირობები1. ბენეფიციარის სტატუსი და პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მხარდაჭერა წყდება შემდეგი გარემოებების დადგომის შემთხვევაში: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის დეფოლტის დადგომა; ბ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან/და რეფინანსირება; გ) ბენეფიციარის მიერ 1230 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული სესხის მოთხოვნების დარღვევა; დ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი გამოყენებულია ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც არ თავსდება ამ პროგრამის დანართი №1-ით დადგენილ ჩამონათვალში; ე) ფინანსური ინსტიტუტის მიერ პროგრამის დარღვევით სესხის/სალიზინგო პროექტის დამტკიცება; ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულების ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები. 4. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია დააბრუნოს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები. მუხლი 1240. პროგრამის მონიტორინგი 1. სააგენტო, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის ან/და ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ფინანსური ინსტიტუტი, თავის მხრივ, ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში. 2. ბენეფიციარის მხრიდან პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე. 3. პროგრამის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, ფინანსური ინსტიტუტისგან მოითხოვოს სესხთან/სალიზინგო პროექტთან/ბენეფიციართან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. 4. თუ სააგენტოს მონიტორინგის შედეგად დადგინდა ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, სააგენტო იმოქმედებს პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 5. თუ სააგენტო მონიტორინგის შედეგად დაადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ სესხის/სალიზინგო პროექტის პროგრამის პირობების დარღვევით გაცემის შემთხვევას, ფინანსურ ინსტიტუტს ეკისრება ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა. მუხლი 1241. პროგრამის ბიუჯეტი 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. 3. პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული, შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრებით. 4. პროგრამის საპილოტე რეგიონის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის დაფინანსების საკითხები რეგულირდება სახელმწიფო პროგრამის 2025 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციის შესაბამისი მუხლებით. მუხლი 1242. პროგრამის მოქმედების ვადა 1. პროგრამის მოქმედება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. პროგრამის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების/სალიზინგო პროექტების თანადაფინანსების ანაზღაურება მოხდება მათი დადასტურებისას პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 1243. პროგრამის დამატებითი პირობები 1. პროგრამის 1234–1238 მუხლებით განსაზღვრული „გრანტი“ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა „გრანტად“. 2. ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შესაბამის ანგარიშს წარადგენს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე ბენეფიციარი უფლებამოსილია გამოიყენოს გარანტია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემა“ შესაბამისად.“. 6. ამოღებულ იქნეს წესის III თავის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი. 7. წესის III თავის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სააგენტო ამოწმებს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ასათვისებელი თანხის სისწორეს და, დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილის სრული ოდენობით (თუმცა არაუმეტეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის ძირი თანხის 60 პროცენტის ოდენობისა) გადარიცხვას სალიზინგო კომპანიისთვის. ამისათვის, სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილი სრულად ჩაირიცხება ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, რის შემდგომაც სააგენტო ახდენს აღნიშნული თანხის გადარიცხვას სალიზინგო კომპანიის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;“. 8. წესის III თავის 33-ე მუხლის შემდგომ დაემატოს 34-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34 1. ამ მუხლით განსაზღვრული პირობები მოქმედებს ამ დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის (თავი I) ფარგლებში გაცემული ყველა სესხსა და სალიზინგო პროექტზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამოღებულ იქნეს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) სააგენტოს მიერ თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“. 9. ამოღებულ იქნეს დანართი №11, №5, №7 და №9. 10. დანართი №1, №2, №3, №4, №8 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული დანართი №1, №2, №3, №4, №8-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები