დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480060000.10.003.025238 |
|
„საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №404 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2014, 480060000.10.003.018024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილი არიან, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მეშვეობით, მოიპოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და გასცენ ცნობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები