„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025237
346
12/08/2025
ვებგვერდი, 13/08/2025
010240030.10.003.025237
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №346

2025 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის . ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეიმუშავებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერას;“;

) მე-16 პუნქტის:

.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მეთაურს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის, ასევე თავდაცვის ძალების ფუნქციების განხორციელებაში;“;

.)  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამზადებს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს და განსაზღვრავს სტრატეგიულ-ოპერატიულ მიმართულებებს; თავდაცვის ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას;“;

.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახორციელებს თავდაცვის ძალების  სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფას; ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირებას,  ზედამხედველობასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას;“;

) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17. აღმოსავლეთის სარდლობა თავდაცვის გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში უზრუნველყოფს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას, ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვას, კონტროლს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანის შესრულებას, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებსა და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

18. დასავლეთის  სარდლობა – თავდაცვის გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში უზრუნველყოფს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას, ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვას, კონტროლს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანის შესრულებას, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებსა და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

) 21- პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფას, ქვედანაყოფების წვრთნასა და  შეფასებას, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფას;“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 2 სექტემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე