„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 450190000.10.003.025239
340
12/08/2025
ვებგვერდი, 13/08/2025
450190000.10.003.025239
„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №340

2025 წლის 12 აგვისტო

   ქ. თბილისი

„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2015, 450190000.10.003.018451) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მისამართია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური შენობა.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის წევრად დანიშვნის მიზნით, კომისიის პრეზიდენტს წარედგინება მინისტრის მოადგილის კანდიდატურა.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროებს ენიჭებათ უფლებამოსილება, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მინისტრის მოადგილის გარდა, კომისიის პრეზიდენტს წარუდგინონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა თანამშრომელიც.“.

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების მიზნით შექმნილი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განსაზღვრის შესახებ.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომისიის ვიცე-პრეზიდენტი

კომისიის ვიცე-პრეზიდენტია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების, საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში ჩართვისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენის ხელშეწყობას.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. გენერალური მდივანი არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც, კომისიის ვიცე-პრეზიდენტის წარდგინებით, ნიშნავს კომისიის პრეზიდენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე