ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 05/02/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 127, 28/02/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000257
127
05/02/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 127, 28/02/1992
000000010.02(0).000.000257
ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №127

1992 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს:

1. დაწესდეს ასპინძის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო – ასპინძის რაიონის გამგეობა.

2. მიღებული იქნეს ასპინძის რაიონის პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წინადადება და დამტკიცდეს ასპინძის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს – რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ დათაშვილი. დაევალოს მას შექმნას გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ასპინძის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                        გ. ბერიძე