დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.02(0).000.000258 |
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №132
1992 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო – კასპის რაიონის გამგეობა.
2. დამტკიცდეს კასპის რაიონის გამგეობის შემადგენლობა: ტარიელ შარიფაშვილი – გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით გოგიბედაშვილი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, თამაზ შეშაბერიძე, ჯემალ მერებაშვილი, თამაზ ნიპარიშვილი, ნოდარ გურასპაშვილი – გამგეობის წევრები.
3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს კასპის რაიონში – საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები