ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 04/02/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000253
113
04/02/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1992
000000010.02(0).000.000253
ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ილ ე ბ ა №113

1992 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს ახალქალაქის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო - რაიონის გამგეობა.

2. მიღებულ იქნეს ახალქალაქის საქალაქო და ახალქალაქის რაიონის სოფლის საკრებულოების დეპუტატების გაერთიანებული კრების წინადადება და დამტკიცდეს ახალქალაქის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანოს - რაიონის გამგეობის შემადგენლობა: სამველ პეტროსიანი - გამგეობის თავმჯდომარე, მელსიკ ტოროსიანი, ბორის ზედგინიძე, დავით რსტაკიანი - გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები, თევდორე ტოროსიანი, ფერდინანდ ალექსანიანი, სტეფანე აკოფიანი - გამგეობის წევრები.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს ახალქალაქის რაიონში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                       გ. ბერიძე