გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016066
101
08/08/2025
ვებგვერდი, 13/08/2025
000000000.00.148.016066
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №101

2025 წლის  8  აგვისტო

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  შემოსულია  საკრებულოს წევრის მამუკა ბაზანდარაშვილის  ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში არსებული №1 ქუჩისთვის, №1 ქუჩის 14 ჩიხისთვის და №1 ქუჩის 4 შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის და გამოჩენილი  ქართველი აგრონომის, საზოგადო მოღვაწის – მიხეილ ერისთავის სახელის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის  2025 წლის  8 ივლისის №46 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში არსებული №1 ქუჩას, №1 ქუჩის 14 ჩიხს  და №1 ქუჩის 4 შესახვევს  გადაერქვას ძველი სახელწოდება  და  ეწოდოს გამოჩენილი  ქართველი აგრონომის, საზოგადო მოღვაწის მიხეილ ერისთავის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          დავით რაზმაძე