დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.109.016452 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.109.016364) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ა)
მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და საბჭოს დებულების დამტკიცება, აღნიშნული საბჭოს ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება;“; |
ბ)
XVIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი XVIII მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო მუხლი 149. საბჭოს შექმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. მუხლი 150. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები საბჭოს შემადგენლობა, საქმიანობა, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საბჭოს დებულებით. მუხლი 151. საბჭოს დებულება საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები