ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევი“-ს სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევი“-ს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016021
56
07/08/2025
ვებგვერდი, 12/08/2025
000000000.00.143.016021
ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევი“-ს სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №56

2025 წლის 7 აგვისტო

ხაშური

 

ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისთვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევის“ სახელის მინიჭების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – მერაბ ცხოვრებაძის ინიციატივა ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის პირველი შესახვევის“ სახელის მინიჭების თაობაზე.

,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევა. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველ მონაკვეთს(იწყება X-383810, Y-4649784 კოორდინატზე და მთავრდება X-383679, Y-4649992, ქუჩის სიგრძე შეადგენს 270 მეტრს, მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება შოთა რუსთაველის ქუჩა, ჩრდილოეთიდან – 26 მაისის ქუჩა, ხოლო დასავლეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა) მიენიჭოს „26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევის“ სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე – www.khashuri.org.ge -ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე   ნინო ლიპარტელიანი