დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017387 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/10/2022, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3);“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №7);“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ალმები (დანართი №9).“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები