„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 63/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018698
63/ნ
11/08/2025
ვებგვერდი, 12/08/2025
430210000.22.022.018698
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №63/ნ

2025 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016653) დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  წესდების“:
ა) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;“;
ბ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე