დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-2 |
| დოკუმენტის მიმღები | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 08/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.44.064.016021 |
|
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-3 მუხლის: ა) 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამისი ჩანაწერების განხილვა, მათ შორის, განხორციელებული აკრედიტებული საქმიანობის შედეგად შედგენილი - შესაბამისობის შეფასების და შედეგების ამსახველი ჩანაწერების, დოკუმენტების (ანგარიშების, ოქმების, სერტიფიკატების, დამოწმების ოქმების და ა.შ.) და სხვა მასალების.“; ბ) 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის დადასტურება შესაბამისი ტესტირების, გასაუბრების ან საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების საფუძველზე, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვების გზით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს აკრედიტაციის პროცესი ნებისმიერ ეტაპზე, თუ შშო-ს შეფასების პროცესში გამოვლინდება ისეთი რისკი, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია ან/და შშო მალავს შესაბამის ინფორმაციას ან/და მცდარ ინფორმაციას აწვდის აკრედიტაციის ცენტრს, ასევე, თუ შშო არ ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და შეთანხმება აკრედიტაციათი აღებულ ვალდებულებებს. ასეთ შემთხვევაში შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 2. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შშო-ს, რომელსაც სურს განაცხადით მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად, შესაბამისი სტანდარტის თანახმად, უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული და მოქმედი მენეჯმენტის სისტემა, რის თაობაზეც შესაბამისი მტკიცებულება დოკუმენტირებული სახით უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-5 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განმცხადებელს შეუძლია ცალ-ცალკე გადაიხადოს აკრედიტაციის სამუშაოების პირველი და მე-2 ეტაპის საფასური (განაცხადის განხილვა და ადგილზე შეფასება/დისტანციური შეფასება), ამასთან, მე-2 ეტაპის აკრედიტაციის სამუშაოების (ადგილზე შეფასება/დისტანციური შეფასება) განხორციელება მოხდება მხოლოდ საფასურის სრულად გადახდის შემდგომ.“; ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. თუ აკრედიტაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შშო-ს მხრიდან გამოვლინდა შესაძლო თაღლითობის ფაქტი, ან შშო-ს მიერ აკრედიტაციის მიღების მიზნით წარმოდგენილი აქვს მცდარი ინფორმაცია ან/და მალავს ინფორმაციას, რომელიც გავლენას მოახდენდა აკრედიტაციაზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ან თუ პირველადი აკრედიტაციის მსურველ შშო-ში დასაქმებულია პერსონალი, რომელთა საქმიანობის შედეგად, ამ შშო-ს ან სხვა შშო-ს შეუმცირდა/გაუუქმდა აკრედიტაცია წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ან შეწყდა აკრედიტაციის პროცესი, ან თუ პირველადი აკრედიტაციის ან განმეორებითი აკრედიტაციის მსურველ შშო-ს აკრედიტაციის მიღების მიზნით წარმოდგენილი აქვს სფერო, რომელიც შემცირებული ან გაუქმებული ჰქონდა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და აკრედიტაციის ცენტრში არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია/მტკიცებულება, რომელიც მისაღები იქნებოდა აკრედიტაციის ცენტრისთვის, ამ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, აკრედიტაციაზე განაცხადის განხილვა და აკრედიტაციის პროცესი წყდება დაუყოვნებლივ და შშო-ს არ უბრუნდება უკვე შესრულებული სამუშაოსთვის გადახდილი საფასური. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრში განაცხადის ხელახალი შეტანა ხდება განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ და ეს განაცხადი განიხილება როგორც პირველადი აკრედიტაციის განაცხადი და მისი განხილვის პროცესში ასევე მხედველობაში მიიღება წინა განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლები.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-8 მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ჯგუფი, მის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ახორციელებს დაკვირვებას შშო-ს პრაქტიკულ საქმიანობაზე. შშო ვალდებულია უზრუნველყოს შემფასებელთა ჯგუფის დაშვება ყველა ლოკაციაზე, მათ შორის, შშო-ს მომხმარებლის ლოკაციაზე ამავე შშო-ს პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვების მიზნით (აღნიშნული პირობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შშო-ს მიერ მომხმარებელთან გაფორმებული შეთანხმებით). ასევე, შშო ვალდებულია, მოთხოვნის თანახმად, უზრუნველყოს შემფასებელთა ჯგუფის მიერ დაკვირვებების ჩატარება, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას. ამასთან, შემფასებელთა ჯგუფის შშო-ს პრაქტიკული სამუშაოების განხორციელების პროცესზე დასწრება და შეფასება შშო-ს მხრიდან, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმავე ქალაქში, სადაც არის აღნიშნული შშო-ს ფაქტობრივი მისამართი. თუ ვერ ხერხდება მსგავსი მოქმედებების განხორციელება შშო-ს მიზეზით, ჯგუფის ხელმძღვანელი ამის შესახებ უთითებს შეფასების ანგარიშში და აკრედიტაციის კომიტეტი უფლებამოსილია, ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება შშო-ს შეფასების პროცესის შეწყვეტისა ან/და შშო-ს აკრედიტაციის სფეროს სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე. ამ შემთხვევაში შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასური.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ ადგილზე შეფასების მიმდინარეობისას შეფასების გეგმით გათვალისწინებული ვადები და შესაფასებელი სამუშაოები არ აღმოჩნდა საკმარისი შშო-ს სამუშაო პროცესის და დანერგილი მენეჯმენტის სისტემის შეფასებისთვის, ჯგუფის ხელმძღვანელი გადახედავს შეფასების გეგმას და შშო-სთან შეთანხმებით, გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროის ხანგრძლივობას შშო-ს მხრიდან დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-12 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ყოველწლიური შეფასების გეგმაში აკრედიტაციის ცენტრი გამოიყენებს შეფასების სხვადასხვა ტექნიკას ან მათ ერთობლიობას, რომელიც მოცემულია მე-7 მუხლის მე-13 პუნქტში. ყოველწლიური შეფასების დროს გამოყენებული კონკრეტული შეფასების ტექნიკა ან/და შეფასების ტექნიკის ერთობლიობა, დამოკიდებულია აკრედიტებული შშო-ს საქმიანობის კომპლექსურობაზე და იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს მის საქმიანობასთან, პერსონალთან, ნიმუშების აღების, შშო-ს ლოკაციებთან მიმართებაში და სხვა.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადგილზე შეფასება ხორციელდება შემფასებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი და შშო-სთვის მიწოდებული ყოველწლიური შეფასების გეგმის შესაბამისად.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი: „21. შშო უფლებამოსილია, აკრედიტაციის შემცირების თხოვნით მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს, თუ წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შშო-ს მხრიდან ყოველწლიური შეფასების თხოვნით წერილობით მიმართვის ვადამდე ან აკრედიტაციის ციკლის დასრულებამდე დარჩენილია არანაკლებ 6 თვე.“. 7. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია შშო-ს აკრედიტაცია შეუჩეროს შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში: ა) თუ შესაბამისი მტკიცებულებებით, როგორიც არის საჩივრის განხილვის შედეგი ან შეფასების ანგარიში ან სხვა მოპოვებული ინფორმაციით დადასტურდება, რომ შშო-ს აღარ გააჩნია სათანადო კომპეტენცია, პერსონალი ან/და შშო-ს საქმიანობისას გამოვლენილია სისტემური ხასიათის დარღვევები/ხარვეზები; ბ) თუ შესაბამისი მტკიცებულებებით, როგორიც არის საჩივრის განხილვის შედეგი ან შეფასების ანგარიში ან სხვა მოპოვებული ინფორმაციით დადასტურდება, რომ შშო-მ ან/და შშო-ს პერსონალმა დაარღვია შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის მოთხოვნა, რომელიც გავლენას ახდენს შშო-ს აკრედიტებულ საქმიანობაზე ან/და შშო-ს მენეჯმენტის სისტემის მიუკერძოებლობაზე; გ) თუ შესაბამისი მტკიცებულებებით, როგორიც არის საჩივრის განხილვის შედეგი ან შეფასების ანგარიში ან სხვა მოპოვებული ინფორმაციით, აკრედიტაციის ცენტრის მიერ პოტენციურ რისკად შეფასდება შშო-ს პერსონალის, სახელწოდების, აღჭურვილობის და მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც აისახება შშო-ს აკრედიტებულ სფეროში საქმიანობაზე; დ) თუ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც უნდა გატარებულიყო აკრედიტაციის შენარჩუნების დროს გამოვლენილ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე, არ იქნა წარმოდგენილი აკრედიტაციის ცენტრში წინამდებარე საკ 1.1:2020-ით დადგენილ ვადაში ან თუ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები ჩაითვალა არასაკმარისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოვლენილი შეუსაბამობა ეხება შშო-ს საქმიანობას არააკრედიტებულ სფეროში აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებას ან/და აკრედიტებული სტატუსით საქმიანობას, რა შემთხვევაშიც აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ე) თუ შეუძლებელია შესაბამის ვადაში ყოველწლიური ან არაგეგმური შეფასების განხორციელება შშო-ს მიზეზით, რომელიც არ გამომდინარეობს ფორსმაჟორული გარემოებიდან ან თუ შშო უარს აცხადებს ყოველწლიური ან არაგეგმური შეფასების განხორციელებაზე წინამდებარე საკ-ით დადგენილ შესაბამის ვადებში; ვ) თუ შშო ვერ ასრულებს აკრედიტაციის ცენტრთან გაფორმებული აკრედიტაციის შეთანხმებით, წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-19 მუხლით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესაბამის ვალდებულებებს; ზ) თუ შშო, აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ასრულებს ახალი აკრედიტაციის მოთხოვნებს და ვერ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს; თ) თუ შშო არ იხდის აკრედიტაციის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესაბამის საფასურს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ი) თუ შშო-ს ან შშო-ს თანამშრომლის ბრალეულობით, აკრედიტაციის ცენტრი იძულებული გახდა შეეწყვიტა შეფასება; კ) თუ აკრედიტაციის ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ შშო-მ თანამშრომლად მიიღო პირი, რომლის მიმართ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული პირი ჩართული იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში, მათ შორის, ყალბი ინსპექტირების, აუდიტის, გამოცდის, კალიბრაციის ანგარიშების მომზადებაში ან მათ შეცვლაში, გაზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში, რეალური ჩანაწერების გარეშე დოკუმენტების მომზადებაში, როგორც მენეჯერი, გადაწყვეტილების მიმღები, შემფასებელი, გამომცდელი, დოკუმენტის შემდგენი ან დოკუმენტის მიმღები/დამამოწმებელი შშო-ს შესაბამისობის შეფასების ქმედებებთან დაკავშირებით; ლ) თუ შშო-ს ქმედება/საქმიანობა ზიანს აყენებს აკრედიტაციის ცენტრის რეპუტაციას ან აკრედიტაციისადმი არსებულ ნდობას; მ) თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომლის საფუძველზეც აკრედიტაციის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება შშო-ს აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს შშო-ს აკრედიტაციის გაუქმება ან აკრედიტაციის შემცირება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი დადგენილ ვადაში ვერ აღმოიფხვრება ან მითითებულ ვადაში (მათ შორის, დამატებითი ვადის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია; ბ) თუ შესაბამისი მტკიცებულებებით, როგორიც არის საჩივრის განხილვის შედეგი ან შეფასების ანგარიში ან სხვა მოპოვებული ინფორმაციით დადასტურდება, რომ შშო-ს საქმიანობისას გამოვლინდა შესაძლო თაღლითური ქმედება ან/და შშო ან/და მისი პერსონალი განზრახ ამზადებს ცრუ ჩანაწერს/ანგარიშებს/ოქმებს/სერტიფიკატს ან/და განხორციელებული აქვს ისეთი გაუფრთხილებელი ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი; გ) თუ შშო მიზანმიმართულად არ აწვდის ინფორმაციას აკრედიტაციის ცენტრს ან/და მალავს შესაბამის ინფორმაციას ან/და აწვდის ყალბ/მცდარ ინფორმაციას; დ) თუ შესაბამისი მტკიცებულებებით, როგორიც არის საჩივრის განხილვის შედეგი ან შეფასების ანგარიში ან სხვა მოპოვებული ინფორმაციით დადგინდება, რომ შშო განზრახ არღვევს აკრედიტაციის წესებს, წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-19 მუხლით ან/და აკრედიტაციის ცენტრთან დადებულ „შეთანხმება აკრედიტაციაზე“-თი დადგენილ მოთხოვნებს/ვალდებულებებს; ე) თუ შესაბამისი მტკიცებულებებით, როგორიც არის საჩივრის განხილვის შედეგი, შეფასების ანგარიში ან სხვა მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შშო საქმიანობისას განზრახ იყენებს/გამოიყენა აკრედიტაციის სიმბოლო ან აკრედიტაციის სტატუსი არააკრედიტებულ სფეროში საქმიანობისას; ვ) აკრედიტაციის მოწმობის ვადის ამოწურვა; ზ) თუ შშო-ს 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო, არ განუხორციელებია სამუშაოები რომელიმე აკრედიტებულ სფეროში და ამ სფეროში შშო-ს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი კომპეტენციის დადასტურება; თ) თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოებები, რომლის საფუძველზეც აკრედიტაციის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება შშო-ს აკრედიტაციის გაუქმების ან შემცირების თაობაზე.“. 8. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების ან აკრედიტაციის შემცირების შემთხვევაში შშო-ს განაცხადით მომართვის ვადები „1. შშო, რომლის აკრედიტაცია არის შეჩერებული, უფლებამოსილია აკრედიტაციის ცენტრს მიმართოს შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენის მიზნით არაგეგმური შეფასების ჩასატარებლად წინამდებარე საკ 1.1:2020-ში დადგენილ შესაბამის ვადაში და შესაბამისი პირობების დაცვით, ხოლო, თუ ასეთი ვადა არ არის მითითებული წინამდებარე საკ 1.1:2020-ის შესაბამის მუხლში, ამ შემთხვევაში, შშო-მ აკრედიტაციის ცენტრს უნდა მიმართოს არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით, შეჩერებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში და მის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულება/დასაბუთება, რომ აღარ არსებობს აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი. შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენა ხორციელდება წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-13 მუხლის შესაბამისად. 2. შშო-ს, რომელსაც გაუუქმდა აკრედიტაცია წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, უფლება აქვს აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მცირე 6 თვის გასვლის შემდეგ და ეს განაცხადი განიხილება, როგორც პირველადი აკრედიტაციის განაცხადი. ამასთან, ახალი აკრედიტაციის პროცესში შეფასებისას შემფასებელთა ჯგუფის მიერ განხილული და გათვალისწინებული უნდა იყოს აკრედიტაციის გაუქმების მიზეზები, შშო-ს მხრიდან განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები და წინა პერიოდის ჩანაწერებიც. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ მიიღება შშო-ს განაცხადი აკრედიტაციაზე, რომლის აკრედიტაცია გაუქმდა ზედიზედ მეორედ ერთი და იმავე საფუძვლით, რომელიც მოცემულია საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში. 4. შშო-ს განაცხადი, რომლის აკრედიტაცია შემცირდა ან გაუქმდა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, მიიღება აკრედიტაციის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მცირე 3 თვის გასვლის შემდეგ. 5. შშო-ს აკრედიტაციის განაცხადთან მიმართებაში, რომლის აკრედიტაცია არ გაუქმებულა ან არ შემცირებულა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული 6-თვიანი ლოდინის პერიოდი.“. 9. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრედიტაციის კომიტეტის უფლებამოსილებებია: ა) განიხილოს შშო-ს შეფასების შედეგები და მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის აკრედიტაციის (მათ შორის, განმეორებითი აკრედიტაციის) მინიჭებაზე ან უარის თაობაზე, ასევე შშო-ს მიერ აკრედიტაციის შენარჩუნების, აკრედიტაციის გაუქმების, აკრედიტაციის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ) ან/და აკრედიტაციის სფეროს შემცირების თაობაზე. ბ) განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები აპელაციებზე, ასევე იმ საჩივრების განხილვის შედეგებთან დაკავშირებით ან/და სხვა მოპოვებული ინფორმაციით დადასტურებული შშო-ს აკრედიტებულის სტატუსით არამართლზომიერი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის შეჩერებას (სრულად ან ნაწილობრივ), აკრედიტაციის გაუქმებას ან/და აკრედიტაციის სფეროს შემცირებას; გ) მიიღოს გადაწყვეტილებები შეფასების (მათ შორის, არაგეგმური) ანგარიშების განხილვის საფუძველზე, მათ შორის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენისა და შშო-ს აკრედიტებული სტატუსით საქმიანობის, მნიშვნელოვანი შეუსაბამობის ფარგლებში, დროებით შეჩერების თაობაზე; დ) ამ პუნქტში მოცემული უფლებამოსილებების განხორციელებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ერთჯერადად შშო-ს დამატებით მოსთხოვოს ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ აკრედიტაციის საერთო წესებითა და პროცედურებით დადგენილი შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ვადებისგან; ე) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-15 და მე-16 მუხლების საფუძველზე; ვ) განიხილოს აკრედიტაციის ცენტრის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტები, პროგრამები, სამართლებრივი აქტების პროექტები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები; ზ) განიხილოს სხვა ისეთი საკითხები, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე საკ 1.1:2020-ში, თუმცა დაკავშირებულია აკრედიტებული შშო-ს აკრედიტებული საქმიანობის განხორციელებისას ისეთ არამართლზომიერ ქმედებასთან, რომელიც გამოვლენილია შესაბამისი საჩივრის განხილვის საფუძველზე ან/და შეფასების ანგარიშის განხილვისას ან/და დადგენილია სხვა მოპოვებული ინფორმაციით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, შშო-ს აკრედიტაციის შეჩერების, აკრედიტაციის შემცირების ან აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე.“. 10. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.7:2020-ის – წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. A ტიპის ინსპექტირების ორგანოს პერსონალი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას მშენებლობის დარგში არსებული მიმართულებებით, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ბ) ქვემოთ მოცემულ სფეროებში ამავე მიმართულებაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: ბ.ა) ინსპექტორი – 5 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 7 წელი – ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ბ) ინსპექტორი – 5 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 7 წელი – ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.გ) ინსპექტორი – 5 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 7 წელი – ობიექტზე შესრულებული სამუშაოების (მათ შორის ფორმა №2-ის მიხედვით) შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.დ) ინსპექტორი – 10 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – ობიექტის ან მისი ნაწილის (სამრეწველო ან სამოქალაქო შენობა-ნაგებობის, ხიდების, გვირაბების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების) ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ე) ინსპექტორი – 10 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – ობიექტის ან მისი ნაწილის საინჟინრო ქსელების: (ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით); სუსტი დენების; გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების; წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინებას; გაზის ქსელებისა და სისტემების: საშუალო და დაბალი წნევის, მიწისზედა და მიწისქვედა გაზსადენები წნევა - 0 კგ/სმ2-დან - 0,005 კგ/სმ2-ის ჩათვლით. საშუალო წნევის, მიწისზედა და მიწისქვედა გაზსადენები, წნევით: 0,005 კგ/სმ2-დან - 3 კგ/სმ2-ჩათვლით. მეორე კატეგორიის მაღალი წნევის მიწისზედა და მიწისქვედა გაზსადენები, წნევით: 3 კგ/სმ2-დან - 6 კგ/სმ2-ის ჩათვლით. პირველადი კატეგორიის მაღალი წნევის მიწისზედა და მიწისქვედა გაზსადენები, წნევით: 6 კგ/სმ2-დან - 12 კგ/სმ2-ის ჩათვლით). მაგისტრალური მიწისზედა და მიწისქვედა გაზსადენების, წნევით: (12 კგ/სმ2-დან - 100 კგ/სმ2-ის ჩათვლით)) შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ვ) ინსპექტორი – 10 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – ობიექტის ან მისი ნაწილის აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ზ) ინსპექტორი – 10 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – ობიექტის: (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების; ხიდების; გვირაბების; საავტომობილო გზების; აეროდრომების; ჰიდროტექნიკური ნაგებობების; ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით); სუსტი დენების; გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების; წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა/ინსპექტირება; ბ.თ) ინსპექტორი – 10 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის (საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნის; საინჟინრო-ჰიდროლოგიური კვლევა/დასკვნის) მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ი) ინსპექტორი – 10 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – სამშენებლო ობიექტის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების; ხიდების; გვირაბების; საავტომობილო გზების; ჰიდროტექნიკური ნაგებობების და აეროდრომების) მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.კ) ინსპექტორი – 7 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 10 წელი – პროექტის (საინჟინრო ქსელები ელ. მომარაგების სისტემები, (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით) და მათი ტექნოლოგიური ნაწილის; საინჟინრო ქსელები (წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება და მათი ტექნოლოგიური ნაწილის; საინჟინრო ქსელები (ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა) და მათი ტექნოლოგიური ნაწილის; საინჟინრო ქსელები სუსტი დენები და მათი ტექნოლოგიური ნაწილის; საინჟინრო ქსელები: გაზმომარაგება და მათი ტექნოლოგიური ნაწილის) მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ლ) ინსპექტორი – 5 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 7 წელი – პროექტის არქიტექტურული ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.მ) ინსპექტორი – 5 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 7 წელი – პროექტის შრომის უსაფრთხოების მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ბ.ნ) ინსპექტორი – 5 წელი და ტექნიკური მენეჯერი – 7 წელი – პროექტის აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები